ლიგა 1. XV ტური: ტური "ლიონის" სენსაციური წაგებით დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
27 ნოემბერს საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-15 ტურის ერთი შეხვედრა გაიმართა. ერთ-ერთმა ლიდერმა "ლიონმა" საკუთარ მოედანზე "მონპელიე" მიიღო და მოულოდნელად, ანგარიშით 2:4 დამარცხდა.

შეხვედრის მე-8 წუთზე მაქსიმ გონალონის ავტოგოლის მეშვეობით "მონპელიე" დაწინაურდა. სამი წუთში სტუმართა უპირატესობა ორამდე როდრიკე ნინგამ გაზარდა.

სამი წუთი არ იყო გასული ამ გოლიდან, როცა ალექსანდრე ლაკასეტემ ზუსტი დარტყმით სხვაობა შეამცირა და "ლიონი" თამაშში დააბრუნა. ტაიმი ასეც დასრულდა - 1:2.

პირველი ტაიმის მსგავსად, სტუმრებმა მეორე ტაიმის დასაწყისშიც მოახერხეს სწრაფი გოლის გატანა: 48-ე
წუთზე ნინგამ დუბლი გაიფორმა.

შეხვედრის მე-80 წუთზე სულეიმან კამარამ კიდევ ერთი გოლი გაუტანა "ლიონს" და მატჩის ბედიც გადაწყვიტა.

დარჩენილ დროში "ლიონმა" მაინც შეუტია და ერთი გოლის გაქვითვა მოახერხა: 84-ე წუთზე რაშიდ გეზალმა შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:4

15 ტურის შემდეგ "ლიონი" 25 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციას იკავებს, "მონპელიე" 18 ქულით მე-13-ეა.

ტურის დანარჩენი შეხვედრები შაბათ-კვირას გაიმართება. საქართველოს ეროვნული ნკრების კაპიტნის ჯაბა კანკავას "რეიმსი" საკუთარ მოედანზე დღეს "რენს" მიიღებს.

ლიგა 1. XV ტური
28 ნოემბერი
პსჟ-ტრუა 20:00
ანჟერი-ლილი 23:00
ნანტი-ბასტია 23:00
გაზ. აიაჩო-ლორიანი 23:00
რეიმსი-რენი 23:00
ტულუზი-ნიცა 23:00

29 ნოემბერი
სტ. ეტიენი-გენგამი 17:00
ბორდო-კაენი 20:00
მარსელი-მონაკო 00:00.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული