ლიგა 1. XIX ტური: "ნიცამ" "მონპელიე" დაამარცხა

AutoSharing Option
18 დეკემბერს საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-19 ტურის ერთი შეხვედრა გაიმართა. "ნიცამ" საკუთარ კედლებში "მონპელიეს" უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.

შეხვედრაში ერთადერთი გოლი 31-ე წუთზე ოლივიე ბოსკალიმ გაიტანა.

ამ გამარჯვებით "ნიცას" 29 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მეხუთე პოზიციას იკავებს, "მონპელიე" კი 22 ქულით მე-19-ეა.

ტურის დანარჩენი შეხვედრები შაბათ-კვირას გაიმართება. დღეს ითამაშებს ჯაბა კანკავას გუნდი "რეიმსი", რომელიც სტუმრად "ბასტიას" შეხვდება.

ლიგა 1. XIX ტური
19 დეკემბერი
კაენი-პსჟ 20:00
გენგამი-რენი 23:00
ტრუა-მონაკო 23:00
ლორიანი-ნანტი 23:00
ბასტია-რეიმსი 23:00
ტულუზი-ლილი 23:00

20 დეკემბერი
სტ. ეტიენი-ანჟერი 17:00
გაზ. აიაჩო-ლიონი 20:00
ბორდო-მარსელი 00:00
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული