ლიგა 1: პსჟ-მ მეორე წრე გამარჯვებით დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
8 იანვარს საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-20 ტურის ერთი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც გათამაშების ერთპიროვნულმა ლიდერმა "პარი სენ-ჟერმენმა" "ბასტიას" უმასპინძლა და მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანა.

შეხვედრაში ანგარიში 29-ე წუთზე ბრაზილიელმა ტიაგო სილვამ გახსნა, 10 წუთში კი მაქსველმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:0.

ამრიგად, პსჟ-ს ჩატარებული 20 შეხვედრის შემდეგ 54 ქულა აქვს და მეორე ადგილოსან "მონაკოს" 22 ქულით უსწრებს, "ბასტია" კი 22 ქულით მე-16-ეა.

ტურის დანარჩენი შეხვედრები შაბათს და კვირას გაიმართება. დღეს საქართველოს ნაკრების კაპიტნის, ჯაბა კანკავას გუნდი "რეიმსი" შინ "ტურუზს" მიიღებს (იხილეთ ვრცლად).

ლიგა 1. XX ტური
9 იანვარი
ლიონი-ტრუა 20:00
ანჟერი-კაენი 23:00
მონაკო-გაზ. აიაჩო 23:00
მონპელიე-ბორდო 23:00
რეიმსი-ტულუზი 23:00
რენი-ლორიანი 23:00

10 იანვარი
ნანტი-სტ. ეტიენი 17:00
ლილი-ნიცა 20:00
მარსელი-გენგამი 00:00.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული