მომდევნო სეზონში იბრაჰიმოვიჩი სხვა გუნდში ითამაშებს.
"ხვალ ჩემი ბოლო თამაში იქნება "პარკ დე ფრანსზე". მოვედი, როგორც მეფე და მივდივარ როგორც ლეგენდა", - დაწერა იბრაჰიმოვიჩმა "ინსტაგრამში".
შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩის კონტრაქტის ვადა პარიზულ კლუბთან სეზონის ბოლოს იწურება.
ზლატანი პსჟ-ში 2012 წლის ზაფხულში გადავიდა. 178 მატჩში შვედმა 152 გოლი გაიტანა.