არგენტინა. კლაუსურა. III ტური: "ბოკა", რიკელმე წესრიგშია

AutoSharing Option
კლაუსურას სტარტი ოთხ კლუბს გამოუვიდა კარგი - 7-7 ქულით ჩემპიონი "ბოკა ხუნიორსი", "ველეს სარსფილდი", "ტიგრე" და "ოლ ბოისი" ლიდერობენ. თუკი პირველი ორის ლიდერობა გასაკვირი არაა, "ტიგრე" და "ოლ ბოისი" სასიამოვნოდ გვაოცებენ. სამაგიეროდ, ქულა ვერ მოიპოვა ჯერ "ინდეპენდიენტემ". ამ ტურში რობერტო სენსინის დებიუტი "კოლონის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე წარმატებული აღმოჩნდა.

* * *

მეორე ტურის შემდეგ "კოლონის" ტექნიკურმა დირექტორმა გაბრიელ ბატისტუტამ მარიო სკიაკვა გაუშვა და მის ნაცვლად რობერტო სენსინი დანიშნა. სენსინი და ბატისტუტა 1994 და 1998 წლების მუნდიალებზე ნაკრებში ერთად თამაშობდნენ.

პრეზენტაციაზე
სენსინიმ თქვა, რომ ბატისტუტასთან დიდი მეგობრობა აკავშირებს, თუმცა მისი მოვალეობა კარგი შედეგის ჩვენებაა. და აი, პირველი შედეგიც - "კოლონმა" შინ 3:1 მოუგო "ოლიმპოს". ეს არა მარტო პირველი მოგება იყო სეზონში გუნდის, არამედ - პირველი გოლებიც.

* * *

"რასინგი" სეზონის წინ ერთ-ერთ ფავორიტად ითვლებოდა, თუმცა გუნდმა ტურნირი სამარცხვინოდ დაიწყო. ამ ტურში "რასინგი" შინ ისეთ გუნდთან დამარცხდა, რომელიც პირველ ორში უბრალოდ გაანადგურეს - "ბანფილდთან" - 1:2. არადა, მასპინძლებმა მალევე გახსნეს ანგარიში: გუტიერესმა აუჩე მოძებნა საჯარიმოში, რომელიც სტუმართა მეკარე ლუკეტიმ მოცელა.

პენალტი კოლუმბიელმა შეასრულა. მაგრამ ცოტა ხანში მასპინძელთა კარშიც დაინიშნა პენალტი (ხელით მოქაჩვისთვის), რომელიც ლუკეტიმ ვერ გაიტანა, მაგრამ მეკარე-ბომბარდირი ანდრეს ჩავესმა იხსნა, როცა დამატებაზე გაიტანა. შემდეგ გუტიერესმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო.

ამის მიუხედავად, "ბანფილდის" გამარჯვება მაინც არ იყო ლოგიკური, მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ დროში სტუმრებმა საჯარიმოში ჩააწოდეს, სადაც თავით ყველას ვეტერანმა ფორვარდმა როდრიგო ლოპესმა აჯობა. გამარჯვება თვით "ბანფილდის" თავკაც ხორხე და სილვასთვის იყო მოულოდნელობა.

* * *

"ბოკა" ჩემპიონურად გაუმკლავდა "ნიუელს ოლდ ბოისს" - 2:0. მასპინძელთა დაცვა კვლავ კედელივით დგას, გოლებს არ უშვებს, ამიტომაც "ნიუელსის" შემტევები ურუტი და სპერდუტი ვერაფერს გახდნენ.

მასპინძლებმა პირველი ტაიმის მიწურულს გახსნეს ანგარიში კლემენტეს პასი ცვიტანიჩმა მიიღო, თავისუფლებით ისარგებლა და ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი კარში. მეორე ტაიმში, რომ არა არბიტრის მიკერძოება, "ბოკა" მალევე დაწინაურდებოდა 2 და მეტი გოლითაც. ხუან რომან რიკელმემ თავი საჯარიმო დარტყმით გამოიჩინა. "ბოკას" ლიდერი შესანიშნავ ფორმაშია.

* * *

"ტიგრე" დიდებულად თამაშობს, III ტურში სტუმრად "გოდოი კრუსი" დაამარცხა. კარლოს ლუნამ ეფექტური თავურით გახსნა ანგარიში, შემდეგ კი ლეანდრო დიასმა 2:0 გახადა. დიასის გოლი ცალკე აღსანიშნავია, მან მარცხენა ფრთაზე თავბრუ დაახვია ორ მცველს, მეურვეს ბურთი ფეხებს შორის გაუძვრინა, საჯარიმოში შევარდა, მეკარე მოატყუა და ისე გაიტანა. "ტიგრე" დიდებულია, მაგრამ არგენტინული ფეხბურთის ჩახლართული სისტემის გამო, შესაძლოა, ეს გუნდი პრიმერადან გავარდნეს.

* * *

ლიბერტადორესის თასის ორმა მონაწილემ, "ველესმა" და "არსენალმა" "ხოსე ამალფიტანიზე" 5-გოლიანი თრილერი შემოგვთავაზა, რომელიც "ველესმა" მოიგო - 3:2. მასპინძლები ჯერ 3:0 დაწინაურდნენ, თუმცა შემდეგ "არსენალმაც" გამოიღო ხელი.

* * *

ურუგვაელმა ფორვარდმა სანტიაგო სილვამ მოულოდნელი საჩუქარი მიიღო - მას "ბოკას" რიგებში ჩემპიონატზე თამაშის უფლება მისცეს.

სილვამ "ფიორენტინაში" თავი ვერ გამოიჩინა და არგენტინაში დაბრუნდა, მაგრამ მას მხოლოდ ლიბერტადორესის თასზე ჰქონდა თამაშის უფლება, რადგან აგვისტოში "ველესში" თამაშობდა და ფიფას წესებით სეზონში 3 გუნდში თამაში დაუშვებელია. მაგრამ ამას წინათ, სერიოზული ტრავმა მიიღო "ბოკას" ნახევარმცველმა ნიკოლას კოლასომ და არგენტინის ფეხბურთის ფედერაციამ "ბოკას" ერთი ფეხბურთელის დამატების უფლება მისცა. ის ერთი კი სანტიაგო სილვაა.

* * *

ტურის სიმბოლური ნაკრები
Goal.com (4-4-2)

ხავიერ გარსია (ტიგრე, 1) - ფრანკო სოსა (ბოკა, 1), მატიას კარუსო (ბოკა, 1), ლეანდრო დესაბატო (ესტუდიანტესი, 1), მაქსიმილიანო კაირე (კოლონი, 1) - აუგუსტო ფერნანდესი (ველესი, 1), რომან რიკელმე (ბოკა, 1), ადრიან ბასტია (კოლონი, 1), მატიას გარსია (ოლ ბოისი, 1) - ერნან ლოპესი (ბანფილდი, 1), ფედერიკო იგუაინი (კოლონი, 1).

კლაუსურა. III ტური
ბელგრანო-სანტა ფე 1:0
გოლი: 1:0 პაროდი (67)

ატლეტიკო-ოლ ბოისი 0:1
გოლი: 0:1 პერეს-გარსია (90)

კოლონი-ოლიმპო 3:1
გოლები: 1:0 იგუაინი (14), 1:1 ფრანსოია (17), 2:1 მორენო ი ფაბრიანესი (73), 3:1 ფუერტესი (90)

ესტუდიანტესი-ინდეპენდიენტე 2:0
გოლები: 1:0 გ. ფერნანდესი (21), 2:0 კარილიო (78)

არხენტინოსი-სან ლორენსო 0:1
გოლი: 0:1 ბენიტესი (49)

გოდოი კრუსი-ტიგრე 0:2
გოლები: 0:1 კ. ლუნა (14), 0:2 ლ. დიასი (86)
გაძევება: რ. რამირესი (83. გოდოი კრუსი), ეჩევერია (83. ტიგრე)

რასინგი-ბანფილდი 1:2
გოლები: 1:0 გუტიერესი (3-პენ), 1:1 ა. ჩავესი (11-პენ), 1:2 ე. ლოპესი (90)
გაძევება: ბუსტამენტე (33. ბანფილდი), გუტიერესი (79. რასინგი)

ბოკა-ნიუელსი 2:0
გოლები: 1:0 ცვიტანიჩი (44), 2:0 რიკელმე (80)

ველესი-არსენალი 3:2
გოლები: 1:0 ა. ფერნანდესი (33), 2:0 ხ. მარტინესი (36-პენ), 3:0 ა. ფერნანდესი (61), 3:1 სელაია (67), 3:2 ლეგისამონი (82)

ლანუსი-სან მარტინი 1:3
გოლები: 0:1 კარპარი (33), 0:2 პენკო (72), 0:3 კარპარი (76), 1:3 კარანსა (90)

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ
1. ველესი 3 2 1 0 8-3 7
2. ტიგრე 3 2 1 0 5-1 7
3. ბოკა 3 2 1 0 4-0 7
4. ოლ ბოისი 3 2 1 0 3-0 7
5. ლანუსი 3 2 0 1 6-4 6
6. სან მარტინი 3 2 0 1 5-4 6
7. ესტუდიანტესი 3 1 2 0 4-2 5
8. ატლეტიკო 3 1 1 1 5-3 4
9. კოლონი 3 1 1 1 3-3 4
10. ნიუელსი 3 1 1 1 2-3 4
11. გოდოი კრუსი 3 1 1 1 2-3 4
12. სან ლორენსო 3 1 1 1 3-5 4
13. ბელგრანო 3 1 1 1 2-4 4
14. ოლიმპო 3 1 0 2 5-6 3
15. ბანფილდი 3 1 0 2 2-8 3
16. არსენალი 3 0 2 1 4-5 2
17. სანტა ფე 3 0 2 1 0-1 2
18. რასინგი 3 0 1 2 1-3 1
19. არხენტინოსი 3 0 1 2 0-2 1
20. ინდეპენდიენტე 3 0 0 3 0-4 0

ბომბარდირები: 4 - გასტონ კარპარი (სან მარტინი); 3 - ანდრე ფრანსოია (ოლიმპო), დარიო განდინი (ატლეტიკო), მარიანო პავონე (ლანუსი).

მომდევნო ტური

2 მარტი: ნიუელსი-ბელგრანო, ბანფილდი-გოდოი კრუსი.
3 მარტი: ოლ ბოისი-ველესი, ინდეპენდიენტე-არხენტინოსი, სან მარტინი-ესტუდიანტესი.
4 მარტი: სან ლორენსო-ბოკა, სანტა ფე-კოლონი, არსენალი-რასინგი, ტიგრე-ლანუსი.
5 მარტი: ოლიმპო-ატლეტიკო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული