ბრაზილიის ნაკრები: მზადება საოლიმპიადოდ

AutoSharing Option
ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მანო მენეზეშმა 52 ფეხბურთელის ვინაობა გაამჟღავნა, რომელთაც ოლიმპიადაზე გამგზავრების შანსი აქვთ.

8 ივნისს სია 35-ამდე შეთხელდება, 18-კაციანი განაცხადი კი ივლისის პირველ რიცხვებში გაირკვევა. უშუალოდ საფეხბურთო ტურნირი 25 ივლისს დაიწყება და 11 აგვისტოს დასრულდება. ახლა კი ბრაზილიის გაფართოებულ შემადგენლობას მთლიანად გაგაცნობთ.

მეკარეები: დიეგო ალვეში (ვალენსია), გაბრიელი (კრუზეირო), ჯეფერსონი (ბოტაფოგო), ჟულიო სეზარი (ინტერი), ნეტო (ფიორენტინა), რაფაელ კაბრალი (სანტოსი), რონან რიბეირო (ატლეტიკო მინეირო)
მცველები: ადრიანო, დანიელ ალვეში (ორივე ბარსელონა), დანილო (პორტუ), ფაგნერი, დედე (ორივე ვასკუ და გამა), გაბრიელ სილვა
(ნოვარა), გალარდო (ფლამენგო), მარსელო (რეალი), რაფაელ და სილვა (მანჩესტერ იუნაიტედი), ბრუნო უვინი (ტოტენჰემი), დავიდ ლუიზი (ჩელსი), ჟუანი (ინტერი), ლუკას მენდესი (კურიტიბა), ლუიზაო (ბენფიკა), მარკინიოსი (კორინთიანსი), რომარიო (ინტერნასიონალი), ტიაგო სილვა (მილანი)
ნახევარმცველები: ალანი, რომული (ორივე ვასკუ და გამა), კაზიმირო, ლუკასი (ორივე სან პაულუ), ელიასი (სპორტინგი), ფერნანდინიო, დუგლას კოსტა (ორივე შახტარი), დუდუ (დინამო კიევი), ჟულიანო (დნიპრო), ფერნანდო (გრემიო), სანდრო (ტოტენჰემი), ბერნარდი (ატლეტიკო მინეირო), ელიკესონი (ბოტაფოგო), განსო (სანტოსი), ერნანესი (ლაციო), ოსკარი (ინტერნასიონალი), ფილიპე კოუტინიო (ესპანიოლი)
თავდამსხმელები: ალეშანდრე პატო (მილანი), ანდრე (ატლეტიკო მინეირო), ენრიკე (გრანადა), ჰალკი (პორტუ), ჟონასი (ვალენსია), ლეანდრო დამიაო (ინტერნასიონალი), ნეიმარი (სანტოსი), რონალდინიო (ფლამენგო), ველინგტონი (ფლუმინენსე), ვილიან ჟოზე (სან პაულუ)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული