20-წლამდელთა კოპა ამერიკა: შანსი ყველას აქვს

AutoSharing Option
არგენტინაში გრძელდება 20-წლამდელთა კოპა ამერიკა, სადაც 15 იანვარს B ჯგუფის მესამე ტურის მატჩები გაიმართა.

ამ ტურში ისვენებდა ბრაზილიის ნაკრები, რომელიც დაფიქსირებული შედეგების გამო ბოლო, მეხუთე პოზიციაზე აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, “სელესაოს” კიდევ ორი მატჩი აქვს ჩასატარებელი და მომდევნო ეტაპზე გასვლის საკმაოდ კარგი შანსი აქვს.

პირველ შეხვედრაში პერუმ ვენესუელას მოუგო. ერთადერთი გოლი 18 წლის ნახევარმცველმა, კრისტიან ბენავენტემ პენალტით გაიტანა. ამ ფეხბურთელმა თავი პირველი ტურის შეხვედრაშიც გამოიჩინა, როდესაც ურუგვაისთან გამართულ უხვგოლიან მატჩში (3:3) ანგარიში 85-ე წუთზე, ასევე 11-მეტრიანით გაათანაბრა.

ამ გამარჯვების წყალობით, პერუმ
4 ქულა მოაგროვა და თუ მომდევნო ტურში ეკვადორსაც მოუგებს, ფინალური ჯგუფის საგზურს მიიღებს.

გაცილებით საინტერესო მატჩი მოგვიანებით გაიმართა. ურუგვაის ნაკრები ეკვადორს დაუპირისპირდა და კინაღამ დამარცხდა.

“სელესტე” ამ წყვილის ფავორიტად ითვლებოდა და ურუგვაელებმა სტატუსის გამართლება თავიდანვე დაიწყეს: მატჩის მე-20 წუთზე ანგარიში “რომას” ფეხბურთელმა, ნიკოლას ლოპესმა გახსნა, რომლისთვისაც ეს ამ ტურნირზე უკვე მესამე გოლი იყო.

გატანილი გოლის შემდეგ ურუგვაი მოეშვა და საკუთარ კარში ორი ბურთი მიიღო. თავი “სანტოს ლაგუნას” და “ლდუ კიტოს” 19 წლის ნახევარმცველებმა, ელი ესტერილიამ და ხოსე გუტიერესმა გამოიჩინეს. ურუგვაის ნაკრები ცვლილებაზე შემოსულმა როდრიგო აგირემ იხსნა, რომელმაც ანგარიში შეხვედრის დასრულებამდე 5 წუთით ადრე გაათანაბრა.

მართალია, ურუგვაი პირველ ადგილზეა, მაგრამ ჯგუფში ისეთი სიტუაციაა, რომ ხუან ვერსერის გუნდს გარანტირებული არაფერი აქვს. “სელესტე” ბოლო ტურში ვენესუელას ხვდება და წაგების შემთხვევაში, შესაძლოა, ჯგუფშიც ჩარჩეს.

I ჯგუფური ეტაპი. III ტური. B ჯგუფი


პერუ-ვენესუელა 1:0
გოლი: 1:0 ბენავენტე (37-პენ).

ურუგვაი-ეკვადორი 2:2
გოლები: 1:0 ნ. ლოპესი (20), 1:1 ესტერილია (45), 1:2 ხ. გუტიერესი (56), 2:2 რ. აგირე (85).

თ მ ფ წ ბ ქ
1. ურუგვაი 3 1 2 0 8-7 5
2. პერუ 2 1 1 0 4-3 4
3. ვენესუელა 2 1 0 1 1-1 3
4. ეკვადორი 3 0 2 1 3-4 2
5. ბრაზილია 2 0 1 1 3-4 1

ბომბარდირები: 3 – ნ. ლოპესი (ურუგვაი); 2 – ბენავენტე (პერუ), ნ. კასტილიო (ჩილე), კ. კუევასი (ჩილე), როლანი (ურუგვაი), ვიეტო (არგენტინა).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული