ლუიშ ფელიპე სკოლარი: დანიელე დე როსის გოლი არ უნდა გასულიყო [VIDEO]

AutoSharing Option
21 მარტს შცეიცარიაში, იტალიის ნაკრებთან გამართული ამხანაგური შეხვედრის შემდეგ კომენტარი ბრაზილიის ნაკრების თავკაცმა ლუიშ ფელიპე სკოლარიმ გააკეთა.

ბრაზილიელები პირველ ტაიმში ფრედისა და ოსკარის გოლებით დაწინაურდნენ, თუმცა მეორე ტაიმში იტალიელებმა ორბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა დანიელე დე როსისა და მარიო ბალოტელის გოლებით შეძლეს, მატჩი კი საბოლოოდ ფრედ, 2:2 დასრულდა.

ბრაზილიელთა მთავარი მწვრთნელი დარწმუნებულია, რომ დე როსის გოლმა მისი შეგირდები დართგუნა, რადგან ასეთი ბურთის გაშვება არაფრით შეიძლებოდა.

"ვფიქრობ, რომ იტალიის პირველმა გოლმა მეორე ტაიმში თამაში შეცვალა. ასეთ ბურთებს არ უნდა ვუშვებდეთ... უჩვეულო გოლი იყო.
მაგრამ რადგან გავუშვით, თამაში კარდინალურად შეიცვალა.

შესაძლოა, მეტოქემ რამდენიმე მომენტი მართლაც შექმნა და უკეთესადაც ათამაშდა, მაგრამ რომ არა ის გოლი, ყველაფერი სხვაგვარად წარიმართებოდა",
- თქვა სკოლარიმ.

VideoSportall.Ge
21.03.13. ბრაზილია - იტალია 2:2


ასევე იხილეთ:
ჩეზარე პრანდელი: ბრაზილიასთან ბრწყინვალე მატჩი ჩავატარეთ [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
რას ბოდავ მადლობა თქვი ვაფშე რო არ წააგე ბერიკაცო ))) იტალიას უნდა მოეგო სულ ცოტა 2 ბურთის სხვაობით
))))
13:24 22-03-2013
0

სიახლეები პოპულარული