დუნგას გადადგომის შემდეგ, ბრაზილიის ნაკრებში მისი შეცვლის უმთავრეს კანდიდატად ლუიშ ფელიპე სკოლარი სახელდებოდა, მაგრამ ბოლო ინფორმაციით, ამ უკანასკნელმა ძველ პოსტზე დაბრუნებაზე უარი განაცხადა. სამაგიეროდ, სელესაოში მუშაობის უდიდესი სურვილი აქვს "მილანიდან" ცოტა ხნის წინ დათხოვნილ ლეონარდოს, რომელმაც ამის შესახებ "სქაი იტალიას" უთხრა.
სხვა საქმეა, მოისურვებს თუ არა ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაცია იმ ახალბედა მწვრთნელთან თანამშრომლობას, რომელსაც სადებიუტო სეზონში ბევრი ვერაფერი გამოუვიდა.
შეგახსენებთ, ფეხბურთელის რანგში ლეონარდო 1994 წელს ბრაზილიის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.