ნარკომაფიასთან კავშირში ეჭვმიტანილი ადრიანო ბრაზილიის სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

AutoSharing Option
მილანის "ინტერისა" და ბრაზილიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ადრიანო სასამართლომ ნარკომაფიასთან კავშირში უდანაშაულოდ ცნო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, სკანდალურ ფორვარდს თავისუფლების აღკვეთა 25 წლის ვადით ემუქრებოდა.

მანამდე რიო დე-ჟანეიროს პროკურატურამ 32 წლის ფეხბურთელი ცნობილი ნარკომოვაჭრისთვის მოტოციკლის ჩუქებაში ამხილა, რაც გამომძიებელთა ვარაუდით, კრიმინალური მიზნებისთვის უნდა გამოეყენებინათ.

მოსამართლე მარია ტერეზა დონატიმ საქმე არასაკმარისი მტკიცებულებების გამო დახურა და ადრიანო უდანაშაულოდ ცნო.

"ვიცოდი, რომ ყველაფერი ასე დასრულდებოდა. მე პირნათელი ვარ, ვიხდი გადასახადებს და ვამაყობ საკუთარი წარმომავლობით", - აქვეყნებს ფორვარდის ნათქვამს "ევროსპორტი".

ფორვარდი, რომელიც ბოლოს ბრაზილიურ "კორინთიანსში",
"ფლამენგოსა" და "ატლეტიკო პარანაენსეში" გამოდიოდა, კარიერის გაგრძელებას საფრანგეთის მეორე ლიგაში აპირებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა ფეხბურტელი იყო და როგორ გაიფუჩჰა თავი სჰედზლო ამას სოფლიოს საუკეტოსე ფეხბურტელი გამხდარიყო
ირაკლი
02:29 10-11-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული