74 წლის ფეხბურთის მეფე პელე საავადმყოფოში მოხვდა

AutoSharing Option
ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი პელე სან-პაულუში, ალბერტ აინშტაინის სახელობის კლინიკაში მოათავსეს.

როგორც Globo იტყობინება, 74 წელს მიღწეული ფეხბურთის მეფის ჰოსპიტალიზაციის მიზეზი კუჭთან დაკავშირებული პრობლემები გახდა.

12 ნოემბერს პელე ქალაქ სანტოსში, წიგნის პრეზენტაციას უნდა დასწრებოდა. თუმცა ღონისძიების დაწყებამდე სამი საათით ადრე ლეგენდარული ფეხბურთელის წარმომადგენლებმა ორგანიზატორებს აცნობეს, რომ პელე პრეზენტაციაში მონაწილეობას ვერ შეძლებდა.

2012 წელს პელე უკვე იმყოფებოდა ამ საავადმყოფოში, მაშინ მას გავა-წელის სახსარზე ოპერაცია ჩაუტარდა.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული