10:54 26-05-2015
საზარელი სტატისტიკა: მეოთხე გარდაცვლილი ფეხბურთელი თვის განმავლობაში [VIDEO]
AutoSharing Option
"ატლეტიკო პარანას" არგენტინელ მცველ კრისტიან გომესს გულის შეტევა "ბოკა უდინოსთან" მატჩისას დაემართა. ფეხბურთელი ბალახზე უგონოდ დავარდა. არბიტრმა თამაში შეაჩერა და სამედიცინო პერსონალმა ფეხბურთელს პირველადი დახმარება გაუწია.
აღსანიშნავია, რომ ეს ფეხბურთელის სიკვდილის უკვე მეოთხე შემთხვევაა მოედანზე ბოლო ერთი თვის განმავლობაში.
5 მაისს "სან მარტინ დე ბურსაკოს" ფეხბურთელი ემანუელ ორტეგა გარდაიცვალა. მეტოქესთან შეჯახების შემდეგ ის კედელს შეასკდა, რომელიც ტრიბუნასა და მოედანს ჰყოფდა. ორტეგამ თავის ტრავმა მიიღო და გარდაიცვალა.
11 მაისს ბელგიური დივიზიონის გუნდის, "ბერსჰოტ ვილრეიკის" ფეხბურთელი ტიმ ნიკო გარდაიცვალა, რომელსაც გულის შეტევა "ჰემიკსემთან" მატჩში დაემართა.
აპრილის ბოლოს ბელგიური კლუბის კიდევ ერთი ფეხბურთელი გარდაიცვალა. "ლოკერენის" ფეხბურთელ გრეგორი მერტენსს გულის შეტევა "გენკთან" შეხვედრაში დაემართა.
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული
მაშინ,როცა მაღალმა ღმერთმა ადამიანი შეჰქმნა,რა თქმა უნდა ალბად არ გაუთვალისწინებია,თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები "დიდ ფეხბურთში" და არავინ იცის რამდენი ენერგია მისცა მას,როგორ გათვალა,თუ რამდენი უნდა შესძლოს მისმა ფიზიკურმა მომზადებამ...
ასე თუ გაგრძელდა,ასეთი ტემპით თუ განვითარდა და კიდევ უფრო თუ აიწია ფეხბურთში ფიზიკურმა მომზადებამ და თამაშის ტემპმა,რა თქმა უნდა კიდევ უფრო მეტ ტრაგიკულ და სავალალო შედეგებს მივიღებთ.