ლუის სუარესმა დისკვალიფიკაცია მოიხადა და ბრაზილიის წინააღმდეგ თამაშს შეძლებს

AutoSharing Option
ურუგვაის ნაკრების თავდამსხმელმა ლუის სუარესმა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის მატჩში ჯორჯო კიელინისთვის კბენის გამო დისკვალიფიკაცია მოიხადა და ის 25 მარტს, ბრაზილიის ნაკრების წინააღმდეგ თამაშს შეძლებს.

ფიფამ უკვე დაადასტურა, რომ ლუისის დისკვალიფიკაცია იწურება და ფეხბურთელს ეროვნული გუნდის ღირსების დაცვა 2018 წლის მუნდიალის შესარჩევ ციკლში, ბრაზილიის წინააღმდეგ შეეძლება.

შეგახსენებთ, რომ თავის დროზე სუარესი იტალიის ნაკრების მცველთან ცნობილი ინციდენტის გამო მკაცრად დაისაჯა (იხილეთ ვიდეო). 2 წლის შემდეგ კი ურუგვაის ეროვნულ გუნდს თავისი სუპერვარსკვლავის დახმარების იმედი კვლავაც შეუძლია ჰქონდეს.

ამჟამად ურუგვაის ნაკრები შესარჩევის სატურნირო
ცხრილში მეორე ადგილზეა 9 ქულით. 7 ქულაა მესამეადგილოსანი ბრაზილიის ნაკრების აქტივში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული