სისინიო იესოს ესაუბრა - "რომას" და "რეალის" ყოფილი ფეხბურთელის აღსარება

AutoSharing Option
გემახსოვრებათ სისინიო, რომელმაც ერთი სეზონი მადრიდის "რეალში" გაატარა, კარიერის საუკეთესო წლებში კი "რომას" ღირსებას იცავდა.

სისინიო დღეს 36 წლისაა, მისი ბოლო კლუბი კი თურქული "სივასპორი" იყო. ბრაზილიელი "გაძეტა დელო სპორტს" ესაუბრა და სკანდალური აღიარება გააკეთა:

"მთელი კარიერის განმავლობაში ალკოჰოლთან მქონდა პრობლემები, "რომაში" თამაშისას კი სასმელზე დამოკიდებული გავხდი. ყოველ საღამოს, სახლში უზომოდ ბევრს ვსვამდი და რამდენჯერმე გონებაც დავკარგე. მაცივარში ყოველთვის მქონდა ლუდი და სხვა ალკოჰოლური სასმელები.

ერთხელ 18 ჭიქა კაიპირი (ბრაზილიური ალკოჰოლური სასმელი) და 14 კათხა ლუდი დავლიე, რის შემდეგაც თვით
იესოსთან მქონდა საუბარი.

ნარკოტიკს არ გავკარებივარ, რადგან ვიცოდი, რომ დოპინგზე ჩავვარდებოდი, თორემ არც იმას დავიკლებდი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
კაიპარი არა ტოროლა, რა აზრიანი სტატტიაა და რა საჭიროა? Qართველ ფეხბურთელებს და მათ არაგაჭონასჭორებულ ცხოვრებას მიჰხედეთ, სისინიო ვის რაში სჭირდება, მარტო გავარი უჟგერს კარგად. ჯერ ერთი კაიპირინია ჰქვია მაგ შეზავებულ სასმელს და მთავარი შემადგენელი არის კაშასა რაც არის ბრაზილიური რომი.
selmerm6
21 ივლისი 2016 15:25
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული