ედგარდო ბაუსამ არგენტინის ნაკრებს ლეო მესი დაუბრუნა და გონსალო იგუაინი ჩამოაშორა

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ედგარდო ბაუსამ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევში, ურუგვაისა და ვენესუელასთან შეხვედრებისთვის, გუნდის შემადგენლობა გამოაცხადა.

უახლოესი მატჩებისთვის არგენტინელთა განაცხადში მოხვდა "ბარსელონას" თავდამსხმელი ლიონელ მესი, რომელმაც სულ ახლახან ეროვნულ გუნდში დაბრუნება გადაწყვიტა.

ბაუსას სანაკრებო სიაში ყურადღებას იქცევს ფორვარდ გონსალო იგუაინის არყოფნა, რომელიც ამ ზაფხულს "ნაპოლიდან" იუვენტუსში" გადავიდა.

არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის საიტზე გამოქვეყნებული ნაკრების ფეხბურთელთა სრული სია ასე გამოიყურება:

მეკარეები: სერხიო რომერო, მარიანო ანხუხარი, ნაუელ გუსმანი.
მცველები: ფაკუნდო რონალია, მატეო მუსაკიო, რამირო მორი, ემანუელ მასი, მარკოს როხო, მარტინ
დემიკელისი, პაბლო საბალეტა, გაბრიელ მარკადო, ნიკოლას ოტამენდი.
ნახევარმცველები: მატიას კრანევიტერი, ხავიერ მასკერანო, ლუკას ბილია, აუგუსტო ფერნანდესი, ევერ ბანეგა, ხავიერ პასტორე, ერიკი ლამელა, ნიკოლას გაიტანი, ანხელ დი მარია.
თავდამსხმელები: ლიონელ მესი, ანხელ კორეა, ლუკას პრატო, სერხიო აგუერო, პაულო დიბალა, ლუკას ალარიო.

არგენტინის ნაკრები ურუვაის 2 სექტემბერს დაუპირისპირდება, ვენესუელას კი - 7-ში.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ათიანის გასაკეთებელს იგუაინს რო თხოვთ აი ეგ ხალხი მაგარი სასაცილოები ხართ
gaioz
15:41 15-08-2016
0
მესი კი დააბრუნა, მაგრამ იგუაინს რა ჩამოშორება უნდოდა, ის თავის ახალ გუნდში(იუვენტუსში, 90მილიონად)ისეთი გასუქებული ჩავიდა რო ვერ იცნეს. ანუ ის კლუბის განაცხადშიც კი ვერ ხვდება სანამ 4-5 კილოს არ დაიკლებს. საინტერესო იყო იგუაინის ახალი მაისურების სახუმარო გაყიდვა, სადაც მაისური ღიპიან მანეკენს აცვია.
ბაუსამ არგენტინის ნაკრებს ლეო მესი დაუბრუნა და გონსალო იგუაინი ჩამოაშორა
21:59 14-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული