მ/ჩ 2018. შესარჩევი. სამხრეთი ამერიკა. VIII ტური: ურუგვაი ლიდერია, არგენტინა გადარჩა [VIDEO]

AutoSharing Option
6 სექტემბერს, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის სამხრეთამერიკულ შესარჩევ ჯგუფში მე-8 ტურის შეხვედრები გაიმართა.

ურუგვაის ნაკრებმა მონტევიდეოში პარაგვაის უმასპინძლა, მეტოქეს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა და ჯგუფში ერთპიროვნულად გალიდერდა. "სენტენარიოზე" ანგარიში ედინსონ კავანიმ გახსნა, რომელმაც მეორე ტაიმში დუბლიც შეასრულა (მე-18 და 54-ე წუთები). თითო გოლი კი კრისტიან როდრიგესმა (42) და ლუის სუარესმა (45, პენ.) გაიტანეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

საკუთარ მოედანზე რთული და მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა ბრაზილიის ეროვნულმა გუნდმა, რომელმაც მანაუსში, "არენა ამაზონიაზე" კოლუმბიის ნაკრებს ანგარიშით 2:1 მოუგო. მასპინძლებმა ანგარიში მე-2 წუთზე ჟოაო მირანდას
გოლით გახსნეს. 36-ე წუთზე კი მარკინიოსმა ავტოგოლი მიითვალა. ბრაზილიის ნაკრებს გამარჯვება 74-ე წუთზე ნეიმარმა მოუტანა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ტრავმირებული ლიონელ მესის გარეშე მოთამაშე არგენტინის ნაკრები სტუმრად ჯგუფის მთავარ აუტსაიდერ ვენესუელასთან წაგებასა და სირცხვილს გადაურჩა - 2:2.

"ოლიმპიკო მეტროპოლიტანოზე" მასპინძლები ხუანპისა (35) და ხოსეპ მარტინესის (53) გოლებით ორბურთიანი უპირატესობით იგებდნენ, მაგრამ დარჩენილ დროში ლუკას პრატომ (58) და ნიკოლას ოტამენდიმ (83) გაიტანეს და არგენტინის ნაკრებს ქულა გადაურჩინეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

რაც შეეხება სხვა მატჩებს, პერუმ საკუთარ მოედანზე ანგარიშით 2:1 ეკვადორს მოუგო, ჩილე და ბოლივია კი უგოლოდ დაშორდნენ.

8 ტურის შემდეგ სამხრეთამერიკულ შესარჩევ ჯგუფს ურუგვაის ნაკრები 16 ქულით ლიდერობს. 15-15 ქულა აქვთ ბრაზილიასა და არგენტინას, ხოლო 13-13 - კოლუმბიასა და ეკვადორს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული