ნეიმარმა ბრაზილიის ხელისუფლების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა

AutoSharing Option
"ბარსელონასა" და ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელმა ნეიმარმა თავისი ქვეყნის ხელისუფლის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

AP-ის ინფორმაციით, სარჩელის სავარაუდო მიზეზი არის ინფორმაციის გაჟონვა საგადასახადო დარღვევების საქმეზე, რომელშიც ფეხბურთელი და მისი ოჯახია ბრალდებული.

შეგახსენებთ, რომ წელს მარტში სასამართლომ ნეიმარი, 2012-2014 წლებში გადასახადებისთვის თავის არიდების საქმეში დამნაშავედ სცნო და დაახლოებით 50 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. გარდა ამისა, ბრაზილიელ ფეხბურთელს ბრალი, 2011-2013 წლებში, დაახლოებით 16 მლნ დოლარის ოდენობის გადასახადების გადაუხდელობის გამოც ედება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული