რამდენად სერიოზულია დაზიანება, ჯერჯერობით უცნობია. ფეხბურთელმა სამედიცინო გამოკვლევა დღეს, 10 ოქტომბერს უნდა ჩაიტაროს, თუმცა უკვე დანამდვილებით შეიძლება თქმა, რომ აგუერო არგენტინის ნაკრებს ვერ დაეხმარება პარაგვაის წინააღმდეგ, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში.
სერხიო აგუერომ მიმდინარე შესარჩევში ოთხ შეხვედრაში ითამაშა, თუმცა გოლი ჯერ არ გაუტანია.
არგენტინა-პარაგვაის მატჩი 13 ოქტომბერს გაიმართება.