მუნდიალი 2018. სამხ. ამერიკა: ნეიმარმა ლიონელ მესის დუელი მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის სამხრეთამერიკულ შესარჩევ ციკლში მე-11 ტურის შეხვედრები გაიმართა.

მთავარი დაპირისპირება ბრაზილიაში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა ნაკრებმა არგენტინის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

სტუმართა კარში პირველი გოლი მატჩის 25-ე წუთზე ფელიპე კოუტინიომ, ნეიმარის პასის შემდეგ გაიტანა. შესვენებამდე კი თავად "ბარსელონას" ვარსკვლავმაც შეაგდო. საბოლოო ანგარიში შეხვედრის მეორე ნახევარში პაულინიომ დააფიქსირა. მოედანზე იყვნენ, მაგრამ თავისიანებს ვერაფერით დაეხმარნენ ლიონელ მესი და გონსალო იგუაინი...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

რაც შეეხება სხვა მატჩებს, ხუთი უპასუხო გოლი გაუტანა ბოლივიას ვენესუელამ, რომლისთვისაც ეს პირველი მოგებაა
მიმდინარე შესარჩევში. მასპინძელთა შორის ჰეთ თრიქი ხოსეპ მარტინესმა შეასრულა.

პერუმ პარაგვაის გასვლაზე 4:1 მოუგო, ურუგვაიმ კი საკუთარ მოედანზე ეკვადორს სძლია (2:1).
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

გოლი არ გასულა კოლუმბია-ჩილეს დაპირისპირებაში. აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში ტრავმა მიიღო "მანჩესტერ სიტისა" და ჩილეს ნაკრების მეკარე კლაუდიო ბრავომ, რომელიც 64-ე წუთზე შეცვალეს.

11 ტურის შემდეგ შესარჩევ ჯგუფს 24 ქულით ბრაზილია ლიდერობს. 23 ქულა აქვს ურუგვაის. მესამეზე კოლუმბიაა 18 ქულით, მეოთხე-მეხუთე ადგილებს კი 17-17 ქულით ეკვადორი და ჩილე იყოფენ. ცუდ მდგომარეობაშია არგენტინა, რომელიც 16 ქულით მეექვსე ადგილზე რჩება.

მუნდიალი 2018. შესარჩევი. სამხ. ამერიკა. მე-11 ტური
კოლუმბია-ჩილე 0:0

ურუგვაი-ეკვადორი 2:1
გოლები: 1:0 კოატესი (12), 1:1 კასეიდო (45), 2:1 როლანი (45) .

პარაგვაი-პერუ 1:4
გოლები: 1:0 რივეროსი (10), 1:1 რამოსი (49), 1:2 ფლორესი (71), 1:3 კუევა (79), 1:4 ბენიტესი (84, ავტოგოლი).

ვენესუელა-ბოლივია 5:0
გოლები: 1:0 ჯუფატი (3), 2:0, 3:0, 4:0 მარტინესი (10, 67, 70), 5:0 ოტერო (74).

ბრაზილია-არგენტინა 3:0
გოლები: 1:0 კოუტინიო (25), 2:0 ნეიმარი (45), 3:0 პაულინიო (58).
მკითხველის კომენტარები / 9 /
. რაქნა 2 მსოფლიო ფინალში მარადონამ? არაფერი.
2. 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მარტო კიარა საერთოდ ფეხი არ გაუნძრევია.
3. როდის თამაშობდა ქვის ხანაში ხო? როცა მცველები როგორც ნამდვილი იდიოტები ისე დარბოდნენ. და მეკარეებზე აღარ ვლაპარაკობ, რეებს აკეთებდნენ.
4. ზიდანმა რაქნა 2 მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში? მართალია ორივეგან მთავარი გმირი იყო.
5. როდის მოუწია ზიდანს თამაში.
6. გუნდურებს რაც შეეხება, მოიგო ორი საწყალი სერია A. და ერთი უეფას თასი.
მხოლოდ ფაქტები.
ამიტომაა ზიდანი მეტი ვიდრე პოზიორი მარადონა და ლუზერი მესი, რომელსაც სასაცილო კოპა ამერიკას მოგებაც არ შეუძლია.
რეალობაა.
Globo
14 ნოემბერი 2016 09:31
0
არა ძმაო რის ზიდანი, რა ზიდანი ... პელე...მარადონა...გარინჩა,,,მესი...ბეკემბაუერი ...და მერე დანარჩენი მსოფლიო
guri
12 ნოემბერი 2016 20:53
0
ვინც ზიდანს მარადონაზე წინ აყენებთ ისინი იმ ბავშვებზე ცოტა დიდი ბავშვები ხართ თუ როგორაა თქვენი საქმე :) მარადონა და პელე, პელე თუ მარადონა, ესაა მთავარი სადაო საკითხი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში და ამაზე ბჭობს მართლა საფეხბურთო სამყარო. ფენომენი, მესი, ზიდანი ეს უკვე სხვა თემაა, ის ორი კი ცალკე დგას და იმათთან ვერავინ ვერ მივა. ხო ისე რაც შეეხება მარადონას, მართლა მარტო მოიგო ერთი მუნდიალი, მარტო გაიყვანა მეორეს ფინალში გუნდი და მარტომ გახადა ნაპოლი სერია -ა ჩემპიონი ორჯერ.
თენგო
12 ნოემბერი 2016 19:34
0
1. პელე
2. ზიდანი
3-4. მარადონა/რონალდო ფენომენო
5. მესი

უპირველესად სანაკრებო და ასევე გუნდური მიღწევების გათვალისწინებით. მხოლოდ ფაქტები. ბავშვების აზრების და სურვილების გარეშე.




.
Globo
11 ნოემბერი 2016 18:00
0
1. პელე. 2. ზიდანი. 3. მარადონა.









დაწყნარდით ბავშვებო.
122
11 ნოემბერი 2016 17:33
0
მესი არის უდიდესი ფეხბურთელი მაგრამ მარადონას დონის ფეხბურთელი მარადონას შემდეგ არ დაბადებულა
მიშა
11 ნოემბერი 2016 13:54
0
კამათი მართლა არ უნდა დაუწყო იმას ვინც იტყვის რომ ვინმე რამეს მარტო იგებდა, ვინც თვლის იმას რომ არგენტინას ძლიერი ნაკრები ჰყავს, იმიტომ რომ სათანადოდ ვერ ერკვევა ფეხბურთში და ზედაპირულად საუბრობს... რა შემადგენლობა ჰყავს ასეთი არაგენტინის ნაკრებს მაგრად მაინტერესებს ))) ერთი შემქმნელი რომ არ მოეპოვებათ გუნდში და ამ ტვირთსაც რომ საწყალი ლეო ეზიდება, თან გოლებსაც ითხოვენ! ცალკე საკითხია ენითაღუწერელი მწვრთნელი და შტაბი... მარტო იგებდნენ თურმე ტურნირებს დდ სოფლის ჩემპიონატი კი არაა ეგ ))) მარადონამაც ჩააგდო 1982 წელი, იმას კი რაც 1986 წელს იყო იღბალი და გამართლებაც სჭირდება!!! სუფთა საფეხბურთო ასპექტებით მესი უძლიერესია და აქ ხალხი რაგაც უსუსრი მცდელობებით მის დაკნინებას ცდილობს... რა საცოდაობაა ზოგადად ეს ფაქტი))) კიდევ არსებობს აზრი, რომ ფეხბურთის დონე დაეცა, ამ გენიოსების საყურადგებოდ! გააჩნია რა მხრიდან შეხედავ საკითხს, კი ინდივიდუალისტები ქრებიან და სწორედ თანამედროვე დეხბურთის დამსახურებაა ეს! ფიზიკურობა! მკაცრი ტაქტიკური განსწავლულობა! დისციპლინა! მაღალი ტემპები! გადაწყვეტილების მისაღებად შემცირებული დრო!!! და ამ დროს კაცი წარმოუდგენელ ინდივიდუალურ მონაცემებს დებს და ვისაც ჰგონია რომ მარტო ცარიელი ტალანტის ხარჯზე ვინმე დგეს მიტუმეტეს ტურნირს დადებს... ფეხბურთის სააშკარაოზე გარჩევას შეეშვას კეთილი რჩევაა ))) ერთი რაც მესის მარადონასთან შედარებით აკლია ეს არის ხასიათი და იღბალი სანაკრებო დონეზე, ერთი ის რომ 4 ფინალიდან ფორტუნამ ყველაში ზურგი აქცია და მეორე ის, რომ მთელი უს ეპოქა რაც მესი ნაკრებში გამოდის მუდამ ნეხვი მწვრთნელის და სამწვრთვნელო შტაბის ხელშია!!! მსოფლიოს იგებს გამართული მექანიზმი და არა მარტო ცარიელი ტალანტი ან ნიჭი, ასევე საჭირო დოზით იგბალიც! კონკრეტულ შემთხვევაში ცარიელი ტალანტის გარდა არაფერია სახეზე!!! პს. დეხბურთის პროფესორები მრავლად არიან
gias
11 ნოემბერი 2016 13:14
0
ლიდერობის თვისებები ვერ გამოიჩინა, მარადონა მეომარი იყოო
777
11 ნოემბერი 2016 13:01
0
ამიტომაც არაა მესი მარადონა და ვერასოდეს ვერ გახდება. მარადონა ბრაზილიას მარტო უგებდა და საერთოდ ყველას, იმას რო ასეთი დონის ფეხბურთელები ყოლოდა მესის რო ყავს არ ვიცი კიდე რეებს იზამდა არგენტინა...
ნუ დაიწყებთ ეხლა ახალგაზრდები კამათს, ვისაც არ გინახიათ მარადონა ლაივში მაინც ვერ მიხვდებით მაგას....
gia
11 ნოემბერი 2016 11:33
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული