მთავარი დაპირისპირება ბრაზილიაში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა ნაკრებმა არგენტინის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 3:0 დაამარცხა.
სტუმართა კარში პირველი გოლი მატჩის 25-ე წუთზე ფელიპე კოუტინიომ, ნეიმარის პასის შემდეგ გაიტანა. შესვენებამდე კი თავად "ბარსელონას" ვარსკვლავმაც შეაგდო. საბოლოო ანგარიში შეხვედრის მეორე ნახევარში პაულინიომ დააფიქსირა. მოედანზე იყვნენ, მაგრამ თავისიანებს ვერაფერით დაეხმარნენ ლიონელ მესი და გონსალო იგუაინი...
რაც შეეხება სხვა მატჩებს, ხუთი უპასუხო გოლი გაუტანა ბოლივიას ვენესუელამ, რომლისთვისაც ეს პირველი მოგებაა
პერუმ პარაგვაის გასვლაზე 4:1 მოუგო, ურუგვაიმ კი საკუთარ მოედანზე ეკვადორს სძლია (2:1).
გოლი არ გასულა კოლუმბია-ჩილეს დაპირისპირებაში. აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში ტრავმა მიიღო "მანჩესტერ სიტისა" და ჩილეს ნაკრების მეკარე კლაუდიო ბრავომ, რომელიც 64-ე წუთზე შეცვალეს.
11 ტურის შემდეგ შესარჩევ ჯგუფს 24 ქულით ბრაზილია ლიდერობს. 23 ქულა აქვს ურუგვაის. მესამეზე კოლუმბიაა 18 ქულით, მეოთხე-მეხუთე ადგილებს კი 17-17 ქულით ეკვადორი და ჩილე იყოფენ. ცუდ მდგომარეობაშია არგენტინა, რომელიც 16 ქულით მეექვსე ადგილზე რჩება.
მუნდიალი 2018. შესარჩევი. სამხ. ამერიკა. მე-11 ტური
კოლუმბია-ჩილე 0:0
ურუგვაი-ეკვადორი 2:1
გოლები: 1:0 კოატესი (12), 1:1 კასეიდო (45), 2:1 როლანი (45) .
პარაგვაი-პერუ 1:4
გოლები: 1:0 რივეროსი (10), 1:1 რამოსი (49), 1:2 ფლორესი (71), 1:3 კუევა (79), 1:4 ბენიტესი (84, ავტოგოლი).
ვენესუელა-ბოლივია 5:0
გოლები: 1:0 ჯუფატი (3), 2:0, 3:0, 4:0 მარტინესი (10, 67, 70), 5:0 ოტერო (74).
ბრაზილია-არგენტინა 3:0
გოლები: 1:0 კოუტინიო (25), 2:0 ნეიმარი (45), 3:0 პაულინიო (58).
2. 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მარტო კიარა საერთოდ ფეხი არ გაუნძრევია.
3. როდის თამაშობდა ქვის ხანაში ხო? როცა მცველები როგორც ნამდვილი იდიოტები ისე დარბოდნენ. და მეკარეებზე აღარ ვლაპარაკობ, რეებს აკეთებდნენ.
4. ზიდანმა რაქნა 2 მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში? მართალია ორივეგან მთავარი გმირი იყო.
5. როდის მოუწია ზიდანს თამაში.
6. გუნდურებს რაც შეეხება, მოიგო ორი საწყალი სერია A. და ერთი უეფას თასი.
მხოლოდ ფაქტები.
ამიტომაა ზიდანი მეტი ვიდრე პოზიორი მარადონა და ლუზერი მესი, რომელსაც სასაცილო კოპა ამერიკას მოგებაც არ შეუძლია.
რეალობაა.