ოფიციალურად: 2026 წლიდან მსოფლიოს ჩემპიონატზე 48 გუნდი იქნება

AutoSharing Option
დღეს, 10 იანვარს, ციურიხში ფიფას სხდომა გაიმართა. სხვა საკითხებთან ერთად, ფიფამ მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდების როდენობის გაზრდა განიხილა.

საბოლოოდ, ფიფა შეთანხმდა, რომ 2026 წლიდან მსოფლიოს ჩემპიონატზე არა 32, არამედ 48 ქვეყნის ეროვნული ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. იდეა ფიფას პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს ეკუთვნის და მას მხარი უკლებლივ ყველა წევრმა დაუჭირა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მსოფლიოს ჩემპიონატის ხანგრძლივობა არ შეიცვლება და კვლავ ერთ თვეს გასტანს. 16 ჯგუფი 3-3 გუნდად გადანაწილდება, პლეი-ოფში კი ორი გუნდი გავა.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 8 /
როგორ აბანძებენ ფეხბურთს ნელ ნელა . 48 გუნდი ხო უფრო მეტ მოგებას ნახავენ ტოტალიზატორები და მაფია. საპორტის გარდა ყველაფერს დაამსგავსეს უკვე ფეხბურთი.ამდენი ამდენ მილიონიანი ტრანსფერები და ხელფასები უკვე მარაზმში გადადის
ბაბაია
16:42 10-01-2017
0
საქართველოს რამე შანსი ექნება ტურნირზე მოხვედრის? თუ 96 გუნდიანი მუნდიალია საჭირო მაგისთვის? :)
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული