მარკოს როხოს ბიძაშვილი მოკლეს

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრებისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" მცველის, მარკოს როხოს 17 წლის ბიძაშვილი ლა პლატაში მოკლეს.

17 წლის ხერონიმო როხო, 26 წლის როდრიგო ბარბოსასთან ერთად, გაძარცვის მიზნით თავს 50 წლის რაულ ანიბალ დიასს დაესხა. ეს უკანასკნელი ყოფილი პოლიციელი გამოდგა და თავდაცვის მიზნით განხორციელებული გასროლით ორივე თავდამსხმელი მოკლა. ბარბოსა ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო როხო - საავადმყოფოში მიყვანისას.

პოლიციის განცხადებით, იქამდე ისინი ტაქსის მძღოლის გაძარცვას ცდილობდნენ, მაგრამ მძღოლმა გაქცევა მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ წარსულში კანონთან თავად მარკოს როხოსაც ჰქონდა პრობლემები. ევროპაში გადმობარგებამდე იგი მეზობელმა ბოთლის თავში
ჩარტყმაში დაადანაშაულა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული