"მესი მოვიდა ჩვენთან და გვთხოვა, დავწყნარებულიყავით. ვნერვიულობდით და მისი სიტყვები ძალიან დაგვეხმარა. პირადად მე ამით თავდაჯერებულობა მომემატა. მესი ჩვენი კაპიტანია და ის საუკეთესო კაპიტანია მსოფლიოში. ძალიან მაგარი იყო, როცა გოლი გავიტანე.
მესიმ გვითხრა, რომ სიკვდილ-სიცოცხლის საქმეა. შეგვეძლო დავმარცხებულიყავით, მაგრამ ლეო თავისას ამბობდა. მან მითხრა, წინ გავქცეულიყავი. ხავიერ მასკერანოსაც კი მოუწოდა წინ წასვლა. მან გვითხრა, შეგვეტია, რაც უნდა მომხდარიყო. ის მართლაც კითხულობდა თამაშს და რისკავდა. ის ლიდერია", - თქვა როხომ.
მარკოს როხო: ვეუბნებოდი ბიჭებს, რომ გავიტანდი
ლეო მესი: არ გვეგონა, თუ ასე გავწამდებოდით. გპირდებით, საფრანგეთს ადვილი თამაში არ ელის
მუნდიალი 2018: მარკოს როხომ არგენტინა პლეი-იოფში გაიყვანა [VIDEO]
მომზადებულია Triball Football-ის მიხედვით