მამიკოს ბიჭები: ჯასტინ კლუივერტიდან იანის ჰაჯიმდე

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე, ჰოლანდიის ჩემპიონატის ცენტრალური მატჩის "აიაქსი"-"ფეიენოორდის" მთავარი გმირი გახდა 17 წლის ჯასტინ კლუივერტი. თუმცა, მის გარდა, კიდევ არიან წარსულის ცნობილი ფეხბურთელების მოთამაშე შვილები...

ჯასტინ კლუივერტი
მამა: პატრიკ კლუივერტი
კლუბი: აიაქსი. ასაკი: 17 წლის
ამა წლის 15 იანვარს, "აიაქსისა" და "ცვოლეს" მატჩის მსვლელობისას, გვერდით ხაზთან გამოჩნდა 17 წლის ფორვარდი ჯასტინ კლუივერტი. თითქოს 1994 წელი დაბრუნდა. მსგავს გარემოებებში იწყებდა თავის გზას პროფესიულ ფეხბურთში ჯასტინის მამა - პატრიკ კოუივერტი.

თუმცა, პატრიკმა 17 წლის ასაკში სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და სადებიუტო მატჩში გოლიც გაიტანა.
მისმა ვაჟმა კი პირველი მატჩიდან მხოლოდ ორი თვის შემდეგ შეძლო თავის გამოჩენა - უმცროსმა კლუივერტმა მარტის შუაში "ექსელსიორს" გაუტანა. სამაგიეროდ, გმირი გახდა "ფეიენოორდთან" მოგებულ მატჩში.

ჯორდან ლარსონი
მამა: ჰენრიკ ლარსონი
კლუბი: ნიიმეგენი. ასაკი: 19 წლის
ჰენრიკ ლარსონის ვაჟს იმ დღეს ჰქონდა დებიუტი ჰოლანდიის ჩემპიონატში, როცა პირველად გამოჩნდა მოედანზე უმცროსი კლუივერტი. საინტერესოა, რომ შვედი თითქმის ზუსტად იმეორებს ვარსკვლავი მამის გზას: სამშობლოში ისიც "ჰეგაბორგსა" და "ჰელსინგბორგში" თამაშობდა, შემდეგ ბედის საძიებლად ჰოლანდიაში გადავიდა.

სკანდინავიასთან გამოთხოვება სკანდალური გამოდგა - "წითლებმა", რომლებსაც ჰენრიკ ლარსონი ავარჯიშებს, "ჰალმსტადთან" პლეი ოფში წააგეს და დატოვეს უმაღლეს დივიზიონი. განრისხებული ფანები მინდორზე გადავიდნენ და მაისურა გახადეს ჯორდან ლარსონს.

ამის შემდეგ, მამამისმა ყველა ღონე იხმარა იმისთვის, რომ ვაჟი სხვა ქვეყანაში გაეშვა. უფროსმა ლარსონმა ევროპის დაპყრობა "ფეიენოორდთან" ერთად დაიწყო, მისმა მემკვიდრემ კი უფრო მოკრძალებული "ნიიმეგენით". ამ მომენტისთვის, შვედმა მხოლოდ ექვსი მატჩი ჩაატარა ჰოლანდიის ჩემპიონატში და გოლი არ გაუტანია.

Sportall.Ge

ენცო ფერნანდესი
მამა: ზინედინ ზიდანი
კლუბი: რეალი. ასაკი: 21 წლის
ზინედინ ზიდანს ოთხი ვაჟი ჰყავს და ყველანი ფეხბურთელები არიან. თავდაპირველად, ყველაზე ნიჭიერად მეკარე ლუკა ითვლებოდა, მაგრამ პირველმა "რეალის" ძირითად შემადგენლობამდე მაინც უფროსმა - ნახევარმცველმა ენცომ მიაღწია.

ზიზუს მემკვიდრის დებიუტი ფანტასტიკური გამოვიდა - ის შეცვლაზე შევიდა მოედანზე სათასო მატჩში მესამე დივიზიონის ბინადარ "კულტურალის" წინააღმდეგ და საჯარიმოს ხაზიდან დარტყმით გაიტანა. ჯერჯერობით, უმცროსი ზიდანის გმირობები სწორედ ამ მატჩით შემოიფარგლება.

Sportall.Ge

ჯოვანი სიმეონე
მამა: დიეგო სიმეონე
კლუბი: ჯენოა. ასაკი: 21 წლის

ისე ჩანს, რომ დიეგო სიმეონეს ვაჟს აქვს ყველაფერი იმისთვის, რომ მამის საფებურთო დიდება დაჩრდილოს. თუნდაც იმიტომ, რომ "ატლეტიკოს" ამჟამინდელი დამრიგებელი საყრდენი ნახევარმცველის ყველაზე ნაკლებად შესამჩნევ პოზიციაზე თამაშობდა და ცნობილი იყო არა მხოლოდ გამართული და ხისტი თამაშით, არამედ, პროვოკაციების მიმართ სიყვარულით. უმცროსი სიმეონე კი ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერი ფორვარდად ითვლება და არასპორტულ საქციელში შემჩნეული არ ყოფილა.

ევროპაში გადასასვლელად ახალგაზრდა თავდამსხმელმა აირჩია არა მამის "ატლეტიკო", არამედ, "ჯენოა" და არ შემცდარა. ჯოვანი სიმეონემ ახალ კლუბში უკვე თავის მესამე მატჩში გაიტანა, "იუვენტუსთან" კი დუბლი შეასრულა, რითაც მამა ძალიან გაახარა. სეზონის შუაში ის "ჯენოას" მთავარი შემტევი ძალა გახდა. მის ანგარიშზე უკვე 10 გოლია.

Sportall.Ge

მატეუს ოლივეირა
მამა: ბებეტო
კლუბი: ეშტორილი. ასაკი: 22 წლის
მატეუს ოლივეირამ დაბადებისთანავე გაითქვა სახელი - მისი ამ ქვეყნად გამოჩენა ბებეტომ და მისმა თანაგუნდელებმა ცნობილი ჟესტით აღნიშნეს ჰოლანდიასთან მატჩში მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატზე.

ბიჭს ლოთარ მატეუსის საპატივცემულოდ დაარქვეს და როგორც ჩანს, ამან განსაზღვრა მისი ბედი. თამაშის მანერით მატეუს ოლივეირა უფრო ახლოს თავის გერმანელ სეხნიასთან არის და არა მამამისთან. პროფესიულ ფეხბურთში ხუთი სეზონის განმავლობაში, ბრაზილიელმა მხოლოდ ოთხი გოლი გაიტანა, მაგრამ, მასზე უკვე ზედიზედ ორი წელია აკეთებენ აქცენტს პორტუგალიის "ეშტორილში". დაბალი შედეგიანობა კი კომპენსირდება ბრძოლით და ტაქტიკური გამართულობით.

Sportall.Ge

ლუკა ზაჰოვიჩი
მამა: ზლატკო ზაჰოვიჩი
კლუბი: მარიბორი. ასაკი: 21 წლის
ყველაზე ცნობილი სლოვენიელი ფეხბურთელის ზლატკო ზაჰოვიჩის მემკვიდრემ სამ ქვეყანაში მოასწრო თამაში. საფეხბურთო გზას "ბენფიკას" აკადემიაში იწყებდა, შემდეგ, მამასთან ერთად სამშობლოში დაბრუნდა, შარშან კი ძალები სცადა ჰოლანდიაში. "ჰერენვეენში" მისი ნიჭი არ დააფასეს - მთელი ჩემპიონატის განმავლობაში, სლოვენიელი მხოლოდ ექვსჯერ გავიდა შეცვლაზე და ერთი გოლიც ვერ გაიტანა.

2016 წლის ზაფხულში, ზაჰოვიჩი დაბრუნდა "მარიბორში" და იქ ძალიან წარმატებით გამოდის - 19 მატჩში 14 გოლი გაიტანა.

Sportall.Ge

იანის ჰაჯი
მამა: გეორგე ჰაჯი
კლუბი: ფიორენტინა. ასაკი: 18 წლის
"კარპატელი მარადონას" ვაჟმა საქვეყნოდ გაითქვა სახელი, როცა 16 წლის ასაკში "ვიიტორულის" კაპიტანი გახდა. ამ ახალ ამბავზე მხოლოდ ზარმაცი არ იცინოდა. ისე ჩანდა, რომ ზედმეტად მოსიყვარულე მამამ და პარალელურად კლუბის დამაარსებელმა და მთავარმა მწვრთნელმა ცუდი პროტექცია გაუწია უმცროს ჰაჯის.

მაგრამ, იანისი მალე მოერგო ლიდერის როლს და "ვიიტორულს" ევროპალიგაზე გასვლაში დაეხმარა. გასულ წელს, "ფიორენტინამ" ყოველგვარი ყოყმანის გარეშე გადაიხადა შემოქმედ ნახევარმცველში 2 მილიონი ევრო.

პატარა ჰაჯის სერია A-ში დებიუტი ოქტომბერში ჰქონდა, მაგრამ 15 წუთი "კალიარის" წინააღმდეგ - ჯერჯერობით მისი მთავარი მიღწევაა იტალიაში.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული