პრემიერლიგა: ვენგერის 450
* არსენ ვენგერის (არსენალი) გამარჯვება "ვესტ ჰემზე" მის სამწვრთნელო კარიერაში 450-ე იყო. * დივოკ ორიგიმ (ლივერპული) ყველა შეჯიბრებაში მე-10 გოლი გაიტანა ამ სეზონში. მასზე მეტი კლუბში მხოლოდ სადიო მანეს აქვს გატანილი - 13.
* ჯეიმი ვარდიმ (ლესტერი) კრეიგ შექსპირის ხელმძღვანელობით 5 თამაშში 5 გოლი გაიტანა პრემიერლიგაში. ზუსტად ამდენის გატანას
* რაც მარკო სილვა "ჰალის" თავკაცად დანიშნეს, გუნდმა პრემიერლიგაში 17 ქულა დააგროვა, რაც მეოთხე შედეგია "ჩელსის", "ტოტენჰემისა" და "ევერტონის" შემდეგ.
* ხოსეპ გვარდიოლამ (სიტი) პირველად წააგო სამწვრთნელო კარიერაში 6 მატჩი ერთ სეზონში.
* ასევე პირველად მოხდა, როცა პეპის გუნდმა ერთ სეზონში ორივე მატჩი დათმო ერთსა და იმავე ოპონენტთან.
* რაც მაურისიო პოჩეტინო "ტოტენჰემის" თავკაცია, გუნდმა 53 ქულა დააგროვა იმ მატჩებში, რომლებსაც თავიდან აგებდა. ეს კი 13 ქულით მეტია ნებისმიერ სხვა კლუბის შედეგზე დროის იმავე შუალედში.
* დელე ალიმ (ტოტენჰემი) 2017 წელს 12 გოლში მიიღო მონაწილეობა პრემიერლიგაში (9 გოლი, 3 საგოლე პასი).
* ლონდონის "არსენალი" გახდა პირველი გუნდი ინგლისის ელიტიდან, რომელმაც ამ სეზონში (ყველა შეჯიბრებაში) 100 გოლი გაიტანა.
* ფილიპე კოუტინიომ (ლივერპული) 29 გოლი გაიტანა პრემიერლიგაში და ჟუნინიოს გაუტოლდა. მათზე მეტი პრემიერლიგაში არც ერთ ბრაზილიელს არ გაუტანია.
* ამ სეზონში "სტემფორდ ბრიჯზე" ყველაზე მეტი გოლი ედენ აზარმა (ჩელსი) გაიტანა - 10.
* სერხიო აგუერომ (სიტი) ბოლო 9 მატჩში 9 გოლი გაიტანა.
* უმარ ნიასემ (ჰალი) ბოლო 6 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა.
* უეინ რუტლიჯმა (სუონსი) "ლიბერთი სტედიუმზე" 2014 წლის მერე პირველი გოლი გაიტანა.
* ჟოზე მოურინიო (მანჩესტერი) უკვე ჩამორჩა ლუი ვან გაალის მაჩვენებელს - 29 მატჩში მან 54 ქულა მოაგროვა, რაც ორით ნაკლებია ჰოლანდიელის შედეგზე.
* ჟოზე მოურინიოს საშინაო მოგებების პროცენტული მაჩვენებელი კატასტროფული აქვს - 38%, მაშინ, როცა სერ ალექს ფერგიუსონს 75% ჰქონდა, ხოლო ლუი ვან გაალს - 68%. დევიდ მოიესსაც კი უკეთესი მაჩვენებელი ჰქონდა ბევრად - 44%.
* "უოტფორდის" ადრიან მარიაპა უცნაური რეკორდის მფლობელი გახდა - მან ერთსა და იმავე კლუბში 3 614-დღიანი პაუზის შემდეგ ითამაშა პრემიერლიგაში.
ლა ლიგა: ასისტენტი სუარესი
* მაურისიო ლემოსმა (ლას პალმასი) ამ სეზონში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა საჯარიმო დარტყმით - 3.* ამ სეზონში ლა ლიგის ნახევარმცველებში ხამეს როდრიგესი (რეალი) საგოლე პასებით მხოლოდ თანაგუნდელ ტონი კროოსს ჩამორჩება - 12 14-ის წინააღმდეგ.
* ალვარო მორატა გახდა პირველი ესპანელი, რომელმაც "რეალში" ჰეთ-თრიკი შეასრულა 2009 წლის მერე. თუმცა, შესაძლოა, ალვაროს ერთი გოლი გაუუქმონ, რადგან ის ალვაროს რეალურად არ გაუტანია. ბოლო ჰეთთრიკოსანი, რა თქმა უნდა, რაულ გონსალეს ბლანკო იყო.
* კეილორ ნავასმა ბოლო 8 შეხვედრაში ვერ შეინახა კარი მშრალად, ეს მის კარიერაში ყველაზე ცუდი შედეგია.
* მარკო ასენსიომ "რეალის" მაისურით პირველი საგოლე პასი გააკეთა ლა ლიგაში.
* "ბარსელონამ" ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით პირველად მოიგო ზედიზედ 8 მატჩი "კამპ ნოუზე".
* ლეო მესიმ (ბარსელონა) ლა ლიგის მატჩებში ბოლო რვავე მატჩში გაუტანა "სევილიას" (ჯამში 12 გოლი).
* 2017 წელს ევროპის ტოპ-5 ლიგაში ყველაზე მეტი საგოლე პასი ლუის სუარესის (ბარსელონა) ანგარიშზეა - 7.
* ლიონელ მესიმ 29 გოლი გაუტანა "სევილიას", რომელიც მისი საყვარელი საკბილოა.
* "ატლეტიკომ" ზედიზედ 5 ტურში იმარჯვა, რაც 2016 წლის აპრილის მერე პირველად მოხდა.
* ფილიპე ლუიშმა (ატლეტიკო) ლა ლიგაში ზედიზედ ორ ტურში პირველად გაიტანა.
* ფილიპე ლუიშის ანგარიშზე ამ სეზონში 62 წარმატებული დრიბლინგია, რაც მცველებში საუკეთესო შედეგია. მეორეზეა "ალავესის" მცველი ტეო ერნანდესი - 56 წარმატებული დრიბლინგი.
ბუნდესლიგა: ჰეკინგის 500
* ლუკას პიშჩეკმა (დორტმუნდი) სეზონში ხუთი გოლით საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა.* ტაიფუნ კორკუტის ხელმძღვანელობით, "ლევერკუზენმა" ბუნდესლიგაში დეკემბრის მერე პირველად მოიგო.
* ჟან-ფილიპ გბამინი (მაინცი) ამ სეზონში უკვე მესამედ გააძევეს.
* ფლორიან ნიდერლეხნერი "ფრაიბურგის" პირველი ფეხბურთელია, ვინც ზედიზედ ორ საგარეო მატჩში გაიტანა ამ სეზონში.
* "ლაიპციგის" ფეხბურთელებმა ბუნდესლიგაში პირველად შეძლეს მატჩში ორი გოლის გატანა თავით.
* დიტერ ჰეკინგმა ბუნდესლიგაში 500 ქულა მოიპოვა.
* კევინ ფოლანდმა "ლევერკუზენის" ბოლო 7 გოლიდან 4-ში მიიღო მონაწილეობა.
* ზედიზედ 80 მატჩია, რაც "ლევერკუზენს" ბუნდესლიგაში ერთი და იმავე შემადგენლობით არ დაუწყია.
* "დორტმუნდი" ბუნდესლიგაში ბოლო ორი წელიწადია შინ არ დამარცხებულა, ეს 34 მატჩია - 28 მოგება, 6 ფრე.
იტალიის თასი: ლაციოს ხუთში სამი და იუვეს სამში სამი
* დრის მერტენსმა (ნაპოლი) არკადიუშ მილიკი შეცვალა და 8 წამში პირველი შეხებით გაიტანა გოლი "იუვენტუსის" კარში. * პირველად მოხდა ისტორიაში, რომ ტურინის "იუვენტუსი" ზედიზედ სამჯერ გავიდა იტალიის თასი ფინალში.
* გონსალო იგუაინმა, რაც "იუვენტუსში" გადავიდა, "ნაპოლის" სამჯერ დაურტყა და სამივე გოლად აქცია.
* "რომამ" ამ სეზონში (ყველა შეჯიბრებაში) ზუსტად 100 გოლი გაიტანა.
* ბოლო ხუთ სეზონში მესამედ "ლაციო" იტალიის ფინალშია.
* სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩმა (ლაციო) იტალიის თასზე 4 თამაშში 3 გოლი გაიტანა.
ლიგა 1 და თასი: ლაკაზეტის ტრადიცია
* ალექსანდრ ლაკაზეტს (ლიონი) "მეცის" წინააღმდეგ ყოველ მატჩში თითო გოლი გააქვს. ეს ტრადიცია უკვე სამი სეზონია გრძელდება.* "მონაკომ" ამ სეზონში 35 მატჩი მოიგო (ყველა შეჯიბრებაში), რაც ევროპის ტოპ-5 ლიგაში საუკეთესო შედეგია.
* ვალერი ჟერმენმა (მონაკო) ამ სეზონში 12-ვე გოლი "ლუი მეორეზე" გაიტანა.
* "გენგამი" 2009 წლის მერე მეოთხედ გავიდა საფრანგეთის ნახევარფინალში, ეს კი საუკეთესო შედეგია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"