"შტურმი" სკანდალში

AutoSharing Option
ავსტრიის ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ოქროს მედლისთვის სამი კლუბი იბრძვის. ესენი არიან: გრაცის “შტურმი” (63 ქ), ვენის “აუსტრია” (61) და ზალცბურგის “რედ ბული” (60). საქართველოსი არ იყოს, როგორც ჩანს, არც ავსტრიაში მიდის საფეხბურთო საქმეები ისე როგორც საჭიროა. სწორედ ამის გამოა, რომ “შტურმისა” და “ვინერ ნოიშტადის” მატჩის ბედით ავსტრიის პროკურატურა დაინტერესდა.

სამართალდამცავებს საფუძვლიანი ეჭვი აქვთ, რომ გასულ შაბათს გამართული მატჩი ჩაწყობილი იყო. მატჩის 87-ე წუთზე გრაცელებმა ედინ სალკიჩის მიერ უწყინარ სიტუაციაში ხელის თამაშის გამო დანიშნული პენალტით მოიგეს. ამ შემთხვევაში საინტერესო
რამდენიმე ფაქტორია: 1. სალკიჩი კონტრაქტით “შტურმს” ეკუთვნის და “ვინერ ნოიშტადში” იჯარით თამაშობს. 2. აზიურ ტოტალიზატორებში აღნიშნულ შედეგზე 8-ჯერ მეტი თანხა შევიდა, ვიდრე ჩვეულებრივ ასეთ მატჩებზე იდება ხოლმე. ბუნებრივია, ამ ყოველივეს შემდეგ ტოტალი¬ზა¬ტ¬ორ¬ის შეფებმა ინფორმაცია შესაბამის ორგანოებს მიაწოდეს. ავსტრიული პროკურატურის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრულია.

ჯერ კიდევ გამომძიებლების ბაზაზე ვიზიტამდე “ვინერ ნოიშტადის” ხელმძღვანელებმა ედინ საკიჩს დაკითხვა მოუწყვეს. ფეხბურთელი ამტკიცებს, რომ ის ამ საქმეში უბრალოა და მზადყოფნა გამოთქვა, მთელი “სულითა და გულით ითანამშრომლოს პოლიციასთან”. მეტიც, მან დაადასტურა მზადყოფნა, რომ საკუთარი საბანკო ანგარიშების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციაც საჯარო გახადოს, რათა მასზე გაჩენილი ეჭვის უსაფუძვლობა დაამტკიცოს.


შამახი: ჭორებს ნუ დაუჯერებთ
ლონდონის “არსენალის” მაროკოელმა თავდამსხმელმა მარუან შამახმა კატეგორიულად უარყო ხმები მარსელის “ოლიმპიკში” შესაძლო გადასვლის შესახებ. აი, რა განაცხადა ფეხბურთელმა: “ასეთი ინფორმაცია მეც წავიკითხე, მაგრამ მგონია, რომ მხოლოდ ჭორია. უახლოეს წლებში მე “არსენალიდან” წასვლას არ ვაპირებ და რაც მთავარია, ერთადერთი ფრანგული კლუბი სადაც ოდესმე შეიძლება კიდევ ვითამაშო ეს “ბორდოა”.

შეგახსენებთ, რომ მარუანი “ბორდოში” 2003-10 წლებში ირიცხებოდა და მის შემადგენლობაში 230 თამაშში 56 გოლი აქვს გატანილი.


დე ზეუვი სპარტაკში?
“აიაქსის” ცენტრალური ნახევარმცველი დემი დე ზეუვი შეიძლება სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე მოსკოვის “სპარტაკში” გადავიდეს. მოსკოველები ნახევარმცველით ევროპის ლიგის მატჩებისას მოიხიბლნენ. ყოფილ მეტოქეებს 27 წლის ფეხბურთელში ისინი ექვს მილიონ ევროს სთავაზობენ, ხოლო თავად დემის ხელფასი ორი მილიონი ევროთი განისაზღვრება, - გვამცნობს “დე ტელეგრააფი”. “აიაქსში” ერედივიზიეს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ტეო იანსენის გადასვლისა და სიმ დე იონგის ნახევარდაცვაში დაბრუნების შემდეგ ჰოლანდიის ნაკრების ოდინდელი კანდიდატისთვის შეიძლება ძირითადში ადგილი არ გამოინახოს. შესაბამისად, დე ზეუვმა ასეთი გადაწყვეტილება შეიძლება მართლა მიიღოს.


სხაარსი პსვ-ში?
“ეინდჰოვენი” “ალკმაარისა” და ჰოლანდიის ნაკრების ნახევარმცველის სტინ სხაარსის გადაბირებას შეეცდება, - გვამცნობს ჰოლანდიური გამოცემა “დე ტელეგრააფი”. ჰოლანდიის მრავალგზის ჩემპიონებს სტინის შეძენა ჯერ კიდევ შარშან სურდათ, მაგრამ მაშინ “ალკმაარმა” ფეხბურთელი ძალიან ძვირად შეაფასა და გარიგება არ შედგა. ახლა კი, როცა სხაარსს კონტრაქტში ერთი წელი აქვს დარჩენილი, კლუბს მისი გაყიდვა რეალურ ფასად მოუწევს, თუმცა მათ უკვე მიანიშნეს, რომ ბრძოლის გარეშე დანებებას არ აპირებენ და ფეხბურთელს კონტრაქტის გახანგრძლივება შესთავაზეს.

დე ზეუვი ამჟამად ბერტ ვან მარვიიკთან ერთად შეკრებაზეა და ბრაზილიისა და ურუგვაის ნაკრებებთან დაპირისპირებისთვის ემზადება. ჟურნალისტების შეკითხვაზე მან ლაკონიური პასუხი გასცა: “ეინდჰოვენის” ინტერესზე მეც მსმენია, მაგრამ ამწუთას ამისთვის არ მცალია. ნაკრებთან ერთად სამხრეთამერიკული ტურნესთვის ვემზადები”.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული