გრონკიაერის დაკიდული ბუცები

AutoSharing Option
იესპერ გრონკიაერმა ევროპის მრავალ სახელოვან კლუბში მოასწრო ასპარეზობა - დანიელმა ვარსკვლავმა “აიაქსის”, “ჩელსის”, “ბირმინგემის”, “ატლეტიკოსა” და “შტუტგარტის” ღირსება დაიცვა. კვირას, 29 მაისს, ის “კოპენჰაგენის” შემადგენლობაში “ოლბორგის” წინააღმდეგ კარიერის უკანასკნელ შეხვედრას ჩაატარებს, მატჩის შემდეგ კი დანიის ჩემპიონის ოქროს მედალს მიიღებს.

იესპერს შთამბეჭდავი სანაკრებო კარიერაც ჰქონდა. ეროვნულ გუნდში მისი დებიუტი 1999 წელს შედგა, ბოლოს კი 2010 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშა. მან სულ 80 მატჩი გამართა და 5 გოლი გაიტანა. აი, რა განაცხადა მან:

“გადავწყვიტე, კარიერა დამესრულებინა. მერე რა, რომ ფეხბურთის თამაშის სურვილი
კიდევ მაქვს და ეს განსაკუთრებულ სიამოვნებასაც მანიჭებს? “კოპენჰაგენში” ასპარეზობა კიდევ ერთი დაუვიწყარი თავგადასავალი იყო ჩემთვის. მე ყოველთვის მიყვარდა ეს კლუბი. მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა, დავბრუნებულიყავი სამშობლოში და მეთამაშა კლუბში, რომელსაც კონკრეტული მიზანი ჰქონდა - გაჭრილიყო ევროპულ არენაზე”.

“იესპერ გრონკიაერმა უცხოეთში მოთამაშე თანამემაულეებს მაგალითი მისცა, რომ კარიერის მიწურულს შინ დაბრუნდნენ და საშობლოში გააგორონ ბურთი, - განაცხადა “კოპენჰაგენის” სპორტულმა დირექტორმა კარსტენ იენსენმა. - ჩვენ მხოლოდ მოხარულები შეიძლება ვიყოთ იმით, რომ მან არჩევანი ჩვენს კლუბზე შეაჩერა. მიუხედავად რამდენიმე სერიოზული ტრავმისა, იესპერი დაუღალავად მუშაობდა და იბრძოდა გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე”.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული