“მაიამიში ჩატარებულ კონკაკაფის კონგრესზე იოზეფ ბლატერმა დელეგატებს საერთო ჯამში მილიონი დოლარი გადასცა და განუცხადა, რომ მათ შეეძლოთ აღნიშნული თანხა საკუთარი სურვილისამებრ დაეხარჯათ. იქვე იმყოფებოდა მიშელ პლატინიც, ვინც ამით ძალზე გაღიაზიანდა და ფიფას გენერალურ მდივან ჟერომ ვალკეს
18 მაისს, როცა მივხვდი, რომ ბენ ჰამამსა და ბლატერს შორის პოლიტიკური ბრძოლა ყველა ჩარჩოს გადასცდა, სპეციალური წერილი მივწერე ჟერომ ვალკეს, სადაც მივუთითე, რომ არჩევნების შედეგებს შეიძლებოდა არაბული ქვეყნების ზედმეტი გაღიზიანება გამოეწვია და ვისურვე, რომ ბენ ჰამამი ბრძოლას ჩამოშორებოდა, რაზეც ჟერომმა წერილითვე მიპასუხა, რომ ვერ ხვდებოდა, რანაირად აპირებდა ბენ ჰამამი საპრეზიდენტო არჩევნების მოგებას. შეიძლება ამით ის ყველას ბლატერისადმი სიძულვილს უმტკიცებს ან იმავე გზით ცდილობს გამარჯვების ყიდვას, როგორც ყატარს 2022 წლის ჩემპიონატის მასპინძლობა მოუპოვაო (უორნერის მიერ ამ წერილების გამოქვეყნების შემდეგ ვალკემ თავი იმით იმართლა, რომ ეს მხოლოდ წერილის ნაწილია და ის კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი. რედ).
ბატონი ბენ ჰამამისა და ჩემ წინააღმდეგ ბრძოლა პოლიტიკური ანგარიშსწორებაა. ეს კეთდება იმისთვის, რომ ჩვენ ორს მაქსიმალურად მტკივნეული დარტყმა მოგვაყენონ. ამ საკითხზე გაჩუმებას არ ვაპირებ. მყარად მაქვს გადაწყვეტილი, რომ ჩემი რეპუტაცია აღვიდგინო”.
აქვე გთავაზობთ იმ ადამიანის კომენტარს, რომელიც ზემოთ უკვე ძალიან ბევრჯერ ვახსენეთ. ბენ ჰამამმა ინტერვიუ “სქაი სპორტსს” მისცა: “მე საკუთარი უდანაშაულობის დასამტკიცებლად სერიოზული არგუმენტები მქონდა, თუმცა კომიტეტმა ისინი არასაკმარისად მიიჩნია. იმის მაგივრად, რომ უდანაშაულობის პრეზუმფციისთვის პატივი ეცათ, მე საფეხბურთო სამყაროში საქმიანობა ამიკრძალეს. არადა, მეგონა, რომ ეთიკის კომისია მართლა დამოუკიდებელი ორგანო იყო, თუმცა სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ფიფას გენერალურმა მდივანმა გასაგებად მიგვანიშნა, რომ მას საკმაო გავლენა აქვს. მე თამაშის ასეთ წესებს პატიოსანს ვერაფრით ვუწოდებ. გარწმუნებთ, ჩემი უფლებების დასაცავად ბოლომდე ვიბრძოლებ”.
ბუნებრივია, რომ როცა მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების ყიდვაზე ფიფას გენერალური მდივანი ლაპარაკობს, საქმე იმაზე სერიოზულად უნდა იყოს, ვიდრე ეს შეიძლება ერთი შეხედვით წარმოიდგინო. ინტერნეტში ამ ინფორმაციების გაჟონვის უმალ, ყატარულმა მხარემ სპეციალური პრესკონფერენცია გამართა, სადაც საორგანიზაციო კომიტეტის ერთ-ერთმა წევრმა შემდეგი განცხადება გააკეთა: “კომიტეტი “ყატარი 2022” კატეგორიულად გამორიცხავს გამარჯვების მოსაპოვებლად მისი მხრიდან კანონის დარღვევის ერთ შემთხვევასაც კი. ველოდებით, რომ უკვე უახლოეს დღეებში ფიფა ოფიციალურად განგვიმარტავს, თუ რას გულისხმობდა ამ ორგანიზაციის გენერალური მდივანი როცა ასეთ განცხადებას აკეთებდა. თუკი დამაკმაყოფილებელ პასუხს ვერ მივიღებთ, მაშინ სასამართლოს მივმართავთ”.
ორიოდე კვირის წინ ფიფას წინააღმდეგ ბრალდებები ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის ყოფილმა თავკაცმა ლორდმა დევიდ ტრისმენმაც წამოაყენა. მან აღმასკომის რამდენიმე წევრის წინააღმდეგ გაილაშქრა და მათ ბრალი კორუფციაში დასდო. მათ შორის დასახელებული იყვნენ: ჯეკ უორნერი (ტრინიდადი), ნიკოლას ლეოსი (პარაგვაი), რიკარდო ტეიშეირა (ბრაზილია) და ვორავი მაკუდი (ტაილანდი). თუმცა ასოციაციის კომპეტენტური კომიტეტის გამოძიებამ ტრისმენის არგუმენტებში ხელჩასაჭიდი ვერაფერი იპოვა და საქმე დახურა. ჟერომ ვალკე გახარებულია და აცხადებს, რომ: “ეს ადამიანები ბრალდებისგან თავისუფლები არიან. მე უკვე მივიღე ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის დასკვნა და იმედი მაქვს, რომ ფიფა მას აუცილებლად გამოაქვეყნებს. მოხარული ვარ, რომ ჩვენმა ინგლისელმა კოლეგებმა მხოლოდ ტრისმენს კი არა ინგლისი 2018-ის საორგანიზაციო კომიტეტის სხვა წევრებსაც მოუსმინეს და ბრალდებათა აბსურდულობამდე ამის შემდეგ მივიდნენ”.