ჯოვანი ფიქრობს, რომ ჰოლანდიელთა მიერ საკვალიფიკაციო ეტაპზე ნაჩვენები ბრწყინვალე ასპარეზობა მაქსიმუმი არ არის და ესპანელების ტახტიდან ჩამოგდება მის თანამემამულეებს ნამდვილად შეუძლიათ.
“ვფიქრობ, რომ ყველაფერი ჩვენთვის სასიკეთოდ წარიმართება. გუნდის ძირითადი ნაწილი ერთმანეთთან უკვე დიდი ხანია თამაშობს და ბიჭებს ერთმანეთის თვალდახუჭული ესმით. მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ნაკრებიდან მხოლოდ მე და ანდრე
პრაქტიკულად არ შეცვლილა. ფინალში წაგებამ კი გუნდს უდიდესი გამოცდილება შესძინა.
ძალიან მაინტერესებს რა კონდიციებში მიუახლოვდება ნაკრები ერთი წლის შემდეგ ევროპის ჩემპიონატს. დიდი ალბათობით ის ბევრად უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე აფრიკაში. იმედი მაქვს, ფინალს ისევ ვუწევთ და ამჯერად უკვე გამარჯვებას მოვიპოვებთ. ჰოლანდიამ სერიოზულად მოუმატა და ამ პროგრესს წინა ტურნირებთან შედარებისასაც ვგრძნობ. ჰოლანდია ხომ ყოველთვის ძალიან ძლიერად გამოიყურებოდა, მაგრამ ტურნირებს ადრეულ ეტაპებზე ამთავრებდა. გადამწვვეტი მომენტი ამ მხრივ სწორედ აფრიკაში დადგა. ევრო 2008-სთან შედარებით ხომ გუნდი ფსიქოლოგიურად აბსოლუტურად გამოცვლილი იყო”.