ანდრეი ვორონინი: ბლოხინთან დამნაშავე ვიყავი

AutoSharing Option
მოსკოვის “დინამოსა” და უკრაინის ნაკრების თავდამსხმელმა ანდრეი ვორონინმა თავისი შთაბეჭდილებები გაუზიარა მასმედიას უზბეკეთთან თამაშისა და ოლეგ ბლოხინის ეროვნულ ნაკრებში დაბრუნების თაობაზე.

- შეუძლებელია წარმოიდგინო, რომ ბლოხინი თამაშამდე ინერვიულებდა. მისი გამოცდილების პატრონისგან ეს მოულოდნელი იქნებოდა. შეიძლება ნერვიულობდა, თუმცა ცოტას და ალბათ იმის გამო, რომ წელიწადნახევარზე მეტია, არავინ გაუწვრთნია. რაც დავაფიქსირე, პრაქტიკულად არანაირი სხვაობა ძველ ბლოხინთან არ ყოფილა. მატჩისთვის ტაქტიკა ისევ ძველებურად აგვიხსნა, ისევე დაგვმუხტა და ფეხბურთელებთანაც ძველებურად ეჭირა თავი. რასაც კონფლიქტი ჰქვია, ასეთი რამ მასთან არასოდეს მომსვლია, მაგრამ ერთხელ მინდორზე ჩემს
თავს ზედმეტი ემოციების უფლება მივეცი და მწვრთნელთან მართალი არ ვიყავი. ბლოხინი ყოველთვის ასეთი იყო, პირდაპირ გეუბნებოდა, თუ რა სურდა შენგან.

- უზბეკებთან შეხვედრის პირველი ტაიმის შემდეგ გასახდელში ყვირილი არ ყოფილა?
- რა თქმა უნდა 0:0 არავის აწყობდა, მაგრამ ყვირილი არ ყოფილა. მწვრთნელმა გასაგებად აგვიხსნა, რომ ზეწოლა გაგვეძლიერებინა და გაგვეტანა. ჩვენც მშვენივრად გვესმოდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო მისთვის ეს შეხვედრა. სწორედ ამიტომ, ავდექით და გავიტანეთ.

- ადექით და თქვენც შეაგდეთ. თუ გახსოვთ ბოლოს უკრაინის სახელით როდის გქონდათ გატანილი?
- 2007 წელს, საფრანგეთთან, მართალი ვარ, არა? მხოლოდ ძლიერ გუნდებთან ვიტან ხოლმე და შესაბამისად, უზბეკებთან არ ითვლება. თუმცა ვაღიარებ, რომ ძალიან სასიამოვნო იყო, როცა ამხელა პაუზის შემდეგ გავიტანე. ისე მხოლოდ ესპანელების, ფრანგებისა და დანიელების კარში გამაქვს.

რანდენიმე დღეში სწორედ ფრანგებს ვხვდებით და იქნებ კიდევ შევაგდო? უბრალოდ ვარსკვლავების წინააღმდეგ, რომელთაც ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიოს ჩემპიონატი აქვთ მოგებული, თამაში უფრო გამომდის. მათთან დუელისას მაქსიმალურად შეიძლება საკუთარი ძალების გამოცდა და ფეხბურთისგან სიამოვნების მიღება. ბოლოს კი იმას გეტყვით, რომ ნაკრებში ჩვენთან შესანიშნავი ატმოსფეროა. ბიჭებს აქამდეც მშვენივრად ვიცნობდი. თავს შესანიშნავად ვგრძნობ როგორც ფიზიკურად, ისე მორალურად.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული