ჩემპიონი ბალასტს იშორებს

AutoSharing Option
როგორც ჩანს, დონეცკის “შახტარის” რიგებში რიცხული მექსიკელი თავდამსხმელი ნერი კასტილიო უკრაინის ჩემპიონთან ურთიერთობას სულ მალე დაუსვამს წეტილს. 26 წლის ფეხბურთელმა დონეცკელებთან 2007 წელს 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობასთან და სამწვრთნელო შტაბთან ურთიერთობა თავიდანვე დაეძაბა.

ერთი წლის განმავლობაში 12 თამაშში მან სულ რაღაც 1 გოლი გაიტანა. შემდეგ კი რიგრიგობით იჯარით უთმობდნენ “მანჩესტერ სიტის”, “დნიპროსა” და “ჩიკაფო ფაიერს”. 2011 წლის იანვარში ის უკვე სალონიკის “არისში” გაუშვეს, სადაც პირველად 3 წლის განმავლობაში (!) საკლუბო დონეზე გოლის გატანა მოახერხა. დიდი ალბათობით მრავალტანჯული ფეხბურთელი
ბედს მალე დაუკავშირებს ბერძნულ კლუბს, რადგან კასტილიოს ტრანსფერში ისინი 1,2 მილიონ ევროს იხდიან და ამ თანხას უკრაინელებიც სჯერდებიან. თავის მხრივ ფეხბურთელი კლუბისგან ყოველგვარი კომპენსაციის მოთხოვნაზე უარს აცხადებს. ამით “შახტარს” ერთი დიდი თავის ტკივილი მოშორდება.

უკრაინული ვებგვერდების ცნობით, კიევის “ობოლონის” მეკარე ალექსანდრ რიბკა ახლოსაა “შახტარში” გადასვლასთან. მართალია, დაინტერესების თაობაზე პრესას ინფორმაცია კარგა ხანია ჰქონდა, მაგრამ ოფიციალურად დეტალებზე ლაპარაკს ყველა გაურბოდა. გეტყვით, რომ რიბკა კიევის “დინამოს” აკადემიის აღზრდილია, სადაც გაატარა კიდევ კარიერის დიდი ნაწილი. “ობოლონში” კი უკანასკნელი სეზონი ჩაატარა, სადაც 22 შეხვედრაში 24 გოლი გაუშვა და თავი ყველას სტაბილური ასპარეზობით დაამახსოვრა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული