მსოფლიო ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა იმით, რომ სუდანის მთავრობამ ქამალ შადადს არ მისცა უფლება, მესამე ვადით ეყარა კენჭი ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებზე.
26 ივლისს ჩატარებული არჩევნების შედეგად, სუდანის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მუტაზიმ ჯაფარი გახდა.