სუდანს მოკვეთა ემუქრება

AutoSharing Option
იმ შემთხვევაში, თუ ფეხბურთის ადგილობრივი ფედერაცია პრეზიდენტს 15 აგვისტომდე არ გადაირჩევენ, სუდანის ნაკრები და კლუბები ფიფას ეგიდით ჩატარებული საერთაშორისო შეჯიბრებებიდან მოიკვეთებიან.

მსოფლიო ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა იმით, რომ სუდანის მთავრობამ ქამალ შადადს არ მისცა უფლება, მესამე ვადით ეყარა კენჭი ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებზე.

26 ივლისს ჩატარებული არჩევნების შედეგად, სუდანის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მუტაზიმ ჯაფარი გახდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული