პირველი გასროლა ათიანში

AutoSharing Option
ეს რუბრიკა გუშინდელ ნომერში პირველად შემოგთავაზეთ, სადაც მოთხრობილი იყო 1966 წლის “აიაქსზე”. დღეს მეორე ნაწილს გთავაზობთ. მთხრობელი ისევ და ისევ ჰენი შუმანია. ის კიდევ უფრო ადრინდელ ხანას იხსენებს და 1959/60 წლების “აიაქსზე” მოგვითხრობს.

13 წლის ჰენი შუმანი, პატა ბიჭი ზაანსტრეიკიდან ამსტერდამში “აიაქსის” პირველ მატჩზე დასასწრებად წავიდა, რათა ტრიბუნიდან დაეჭირა მხარი თავისი კერპებისთვის, ჰენკ და კეს გროტებისთვის. ბილეთი ფასდაკლებით იყიდა, 40 ცენტი გადაიხადა: “მე არ მქონდა გულშემატკივრის საშვი, მაგრამ სწორედ ამ სეზონიდან დავიწყე რეგულარულად საშინაო მატჩებზე სიარული, შემდეგ რეგიონში გამართულ მატჩებსაც
ვესწრებოდი, ერთი-ორჯერ როტერდამშიც მოვახერხე მოხვედრა”.

სტადიონზე პირველივე მისვლისას ახალგაზრდა გულშემატკივარი ზუსტად იმის მოწმე გახდა, რისთვისაც იქ მივიდა - ჰენკ გროტის ჰეთთრიკი იხილა. ამ გოლების გარდა მატჩში არც არაფერი მომხდარა. ეს 1959 წლის 23 აგვისტო იყო. ორმა მომდევნო მატჩმა იმედგაცრუების გარდა არაფერი მოიტანა: 2:2 “ვილემთან” და 0:3 “ფეიენოორდთან”. ამ წაგებამ “აიაქსისთვის” “ფეიენოორდთან” კიდევ ერთხელ დაპირისპირება უზრუნველყო. ამჯერად ყველა კითხვაზე პასუხი ერთ მატჩს უნდა გაეცა.

“ყველაზე ცუდი როტერდამელებთან გადამწყვეტი მატჩისას ის იყო, რომ კეს გროტი ტრავმირებული იყო. გადამწყვეტ მატჩში მონაწილეობა მას არ შეეძლო, თუმცა ამსტერდამელებმა ამოცანა მის გარეშეც გადაჭრეს. ოლიმპიურ სტადიონზე ვიმ ბლაინბერგმა სამი გოლი გაიტანა. საბოლოოდ მატჩი “აიაქსმა” 5:1 მოიგო. ამ დროს ძირითად აქცენტს გუნდი თავდასხმაზე აკეთებდა, მინდორზე 2 ნახევარმცველითა და 5 თავდამსხმელით გამოდიოდა. ამ სეზონში “აიაქსმა” 109 გოლი გაიტანა (გაუშვა 44) და აქედან 67 ჰენკ და კეს გროტების ანგარიშზე იყო. მეასე გოლი 1960 წლის 18 აპრილს “ვოლენდამის” კარში შაკ სვარტმა გაიტანა... სამწუხაროა, რომ ეს პატივი არც ერთ ძმას არ ხვდა”.

1959/60 წლების სეზონი ერთი რამით იყო აღსანიშნავი, გუნდი პირველად გახდა ჰოლანდიის ჩემპიონი და პირველი ვარსკვლავიც დაიმსახურა, ზუსტად 51 წელი დასჭირდა “აიაქსს”, რომ 29-ჯერ კიდევ დაემსახურებინა ეს პრიზი და მკერდზე მესამე ვარსკვლავი დაებნია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული