ბანანი მხოლოდ საჭმელად

AutoSharing Option
“ზენიტის” მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ რუსულ პრესას ინტერვიუ მისცა, სადაც მან კლუბის სატრანსფერო გეგმებსა და დაგეგმილ შვებულებაზე ილაპარაკა. მასალას შემოკლებით გთავაზობთ.

- “ტერეკს” თუ დაეტყო მწვრთნელის შეცვლა?
- ამ გუნდის შიდა სამზარეულოს ნაკლებად ვიცნობ, თუმცა მწვრთნელის შეცვლა ყოველთვის დადებით მუხტს აძლევს ხოლმე გუნდს.

- რუუდ გულიტმა განაცხადა, რომ რუსეთში თავგადასავლებისა და ფულის გამო ჩამოვიდა. თქვენ რატომ გადადგით ეს ნაბიჯი?
- ფული მე უკვე მქონდა. იმ
ისთვის, რომ ვიცხოვრო, ბევრი მაინცდამაინც არც მჭირდება. ამ ცოტა ფულს კი მე დედაჩემიც კი მომცემდა. მწვრთნელობა ის საქმეა, რისთვისაც კარგად იხდიან და ეს ასეც უნდა იყოს. რუსეთში იმიტომ წამოვედი, რომ პროფესიული გამოცდილება მიმეღო, გამეცნო ახალი ქვეყანა, ახალი ფეხბურთელები და ახალი ფეხბურთი. მე სამართლიანად ვიმსახურებ რასაც ვიღებ, რადგან მგონია, რომ თავდადებით ვმუშაობ. შედეგის გარანტიას ვერავის მივცემ, მაგრამ თავს რომ არ დავზოგავ, ამის პირობას ვიძლევი. სანკტ პეტერბურგში თავს მშვენივრად ვგრძნობ და მინდა, აქ მუშაობა დიდხანს განვაგრძო.

- რა უნდა გავაკეთოთ, რომ რობერტო კარლოსს ბანანი აღარ ესროლონ?
- ძალიან მარტივია: ბანანი უნდა ჭამო, რადგან გემრიელია და სასარგებლო, სასროლად არ ვარგა. თუკი ვინმეს გადასაგდებად ემეტება, მომიტანოს, წავიღებ სახლში და მივირთმევ. ბანანს ყველა თუ მხოლოდ საჭმელად გამოიყენებს, ყველაფერი კარგად იქნება.

- წელს ჩემპიონატი უფრო დაძაბულია?
- რუსეთში ბევრი კლუბია, რომელიც გუნდის გაძლიერებას ცდილობს. როგორც ყოველთვის შედეგის მიღწევა რთულია და მიმდინარე სეზონი გამონაკლისი არ არის. სხვების მსგავსად ჩვენც ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის. სიმართლე კი ის არის, რომ თამაშის გაუმჯობესება ყოველთვის შეიძლება.

- სად წახვალთ შვებულების დროს?
- სახლში, რომელიც ძალიან მომწონს და რომელსაც ძალიან იშვიათად ვხედავ. სწორედ ამიტომ მინდა იქ წასვლა. ვისაც უნდა რომ მესტუმროს, შეუძლია თავი დაპატიჟებულად მიიჩნიოს.

- “ზენიტს” აინტერესებს თუ არა კრიშიტო (მასთან კონტრაქტი გუშინ საღამოს გაფორმდა. რედ.) და ანსალდი? დაბრუნდება თუ არა გუნდში როზინა?
- ჭორი იმიტომაც არის ჭორი, რომ ის ყოველთვის ვრცელდება... ვეცდებით, გუნდის გაძლიერებას. იმ ფეხბურთელებს ახლა გადმოვიბირებთ, რომელთა შეძენა წინა სატრანსფერო ფანჯრის დროს ვერ შევძელით. გაძლიერებას კონკრეტულ პოზიციებზე ვგეგმავთ. მიმდინარე პრობლემები შეიძლება ჩემი ბრალიც არის, რადგან შემადგენლობა საკმაოდ შევათხელე. ამის გამო ფეხბურთელებს შეუჩვეველ ადგილას უხდებოდათ გარჯა და ამით უფრო იღლებოდნენ. რაც შეეხება როზინას, ის “ზენიტის” ფეხბურთელია და აუცილებლად დაბრუნდება.

- როზინა საბოლოოდ ბრუნდება?
- ის დაბრუნდება და ამის შემდეგ შევაფასებთ სიტუაციას. გააჩნია, რა გეგმები ექნება თავად ფეხბურთელს. თუკი მოთამაშე სასურველ სათამაშო დროს ვერ იღებს, ის ამით კმაყოფილი იშვიათად იქნება.

- სატრანსფერო ფანჯრისას რომელმა ფეხბურთელებმა შეიძლება დატოვონ გუნდი?
- შემადგენლობა ჯერ უნდა შევავსოთ და შემდეგ განვსაზღვრავთ, ვის შეეძლება წასვლა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული