მოვლენათა ამგვარმა განვითარებამ გულშემატკივრებს “აიაქსის” ისტორიაში ყველაზე დიდი მატჩები გაახსენა. ასეთები კი ამსტერდამელებს არა ერთი და ორი ჰქონდათ. წინა ნაწილების მსგავსად ამჯერადაც მეხსიერების სკივრს თავი ჰენი შუმანმა მოხადა, კლუბის ოფიციალურმა არქივარიუსმა. მან გულშემატკივარს 1968/69 წლების ამბები გაახსენა. ამ წელს “თეთრწითლები” “ბენფიკას” სამჯერ შეხვდნენ.
მასმედიის საშუალებებმა,
“აიაქსს” 12 წუთი ეყო, რომ შინ ორბურთიანი წაგების შემდეგ სხვაობა აღმოეფხვრა. ინგე დანიელსონმა და იოჰან კრუიფმა თითო გოლი გაიტანეს - 2:0. კრუიფმა კიდევ ერთი გაიტანა პორტუგალიელთა კარში, რასაც მასპინძელთაგან ჟოზე ტორესმა უპასუხა. მატჩი ამ ანგარიშითვე დასრულდა. ყველაფერი მესამე მატჩს უნდა გაერკვია, ოღონდ ამჯერად თამაში პარიზში უნდა გამართულიყო.
“ფანები პარიზში კეს გროტის წყალობით წავედით. ავტობუსით მგზავრობას ორგანიზება მან გაუწია,” - იხსენებს შუმანი. "სტად დე კოლომბის” 63 ათასიანი ტრიბუნები ჰოლანდიელმა და პორტუგალიელმა ფანებმა შეავსეს. “აიაქსმა” დებიუტშივე შეძლო დაწინაურება - კრუიფი 1:0. მეორე და მესამე გოლები დანიელსონმა გაიტანა. პორტუგალიელები განადგურდნენ. ამის შემდეგ “აიაქსმა” ტრნავის “სპარტაკიც” დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, სადაც მას “მილანი” ელოდა. შუმანი იხსენებს: “ამსტერდამელები ფინალში თამაშობდნენ და მათთვის ეს უკვე ნამდვილი მოვლენა იყო. არამარტო ფეხბურთელების, ჩვენთვის, ფანებისთვისაც, რადგან ჰოლანდიური კლუბი ევროთასის ფინალში პირველად თამაშობდა”.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"