უფრო მეტი ვიდრე...

AutoSharing Option
უეფა კომერციულ სტრუქტურას დაემსგავსა. უცნაურია, მაგრამ ყოველ ჯერზე მისთვის წარმატების ერთადერთი განმსაზღვრელი ის ფაქტორია, რამდენი ფული მოიტანა ამა თუ იმ ტურნირმა.

აი, ახლაც ამ “ფირმის” მუშაკები დასხდნენ და დაითვალეს, რამხელა შემოსავალს ელიან ევროპის 2012 წლის ჩემპიონატისგან. აღმოჩნდა, რომ უფრო მეტს, ვიდრე 4 წლის წინ მიიღეს - ლაპარაკია 1,355 მილიონ ევროზე, აქედან 840 მილიონი ტელეტრანსლაციების გაყიდვიდან შემოვა, 290 კომერციული უფლებების გასხვისების წყალობით, 125 ბილეთების გაყიდვიდან, 100 კი კორპორატიული საღამოების მოწყობით.

ეს ამბავი საინფორმაციო ცენტრ “უკრაინა 2012-ს” ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის ერთ-ერთმა პასუხისმგებელმა
მდივანმა მარცინ ლუბკივსკიმ აუწყა. მისი თქმით, ეს საპროგნოზო მაჩვენებელია და რეალურმა შემოსავალმა შეიძლება უფრო მეტი ფული მოიტანოს.

ეკონომისტები უზარმაზარი სავარაუდო შემოსავლის დაგეგმვას რაციონალურ ახსნას უძებნიან: 1. პოლონურ და უკრაინულ სტადიონებზე ავსტრია-შვეიცარიასთან შედარებით 30%-ით მეტ მაყურებელს შეეძლება მოხვედრა; 2. ეს ქვეყნები “წინამორბედებთან” შედარებით ბევრად უფრო დიდია მოსახლეობით, ორივე ქვეყანას ერთად თუ ავიღებთ 84 მილიონი 16-ის წინააღმდეგ გამოვა. დაბოლოს, 3. წმინდა სპორტული ახსნა: მომავალ წელს ორგანიზატორები გულშემატკივართა ზონების შექმნას უფრო მეტ ადგილას გეგმავენ, შესაბამისად, მეტ მაყურებელს შეეძლება სუფთა საფეხბურთო გარემოთი დატკბობა, რაც ტურისტების ნაკადის მოზღვავებას შეუწყობს ხელს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული