აი, ახლაც ამ “ფირმის” მუშაკები დასხდნენ და დაითვალეს, რამხელა შემოსავალს ელიან ევროპის 2012 წლის ჩემპიონატისგან. აღმოჩნდა, რომ უფრო მეტს, ვიდრე 4 წლის წინ მიიღეს - ლაპარაკია 1,355 მილიონ ევროზე, აქედან 840 მილიონი ტელეტრანსლაციების გაყიდვიდან შემოვა, 290 კომერციული უფლებების გასხვისების წყალობით, 125 ბილეთების გაყიდვიდან, 100 კი კორპორატიული საღამოების მოწყობით.
ეს ამბავი საინფორმაციო ცენტრ “უკრაინა 2012-ს” ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის ერთ-ერთმა პასუხისმგებელმა
ეკონომისტები უზარმაზარი სავარაუდო შემოსავლის დაგეგმვას რაციონალურ ახსნას უძებნიან: 1. პოლონურ და უკრაინულ სტადიონებზე ავსტრია-შვეიცარიასთან შედარებით 30%-ით მეტ მაყურებელს შეეძლება მოხვედრა; 2. ეს ქვეყნები “წინამორბედებთან” შედარებით ბევრად უფრო დიდია მოსახლეობით, ორივე ქვეყანას ერთად თუ ავიღებთ 84 მილიონი 16-ის წინააღმდეგ გამოვა. დაბოლოს, 3. წმინდა სპორტული ახსნა: მომავალ წელს ორგანიზატორები გულშემატკივართა ზონების შექმნას უფრო მეტ ადგილას გეგმავენ, შესაბამისად, მეტ მაყურებელს შეეძლება სუფთა საფეხბურთო გარემოთი დატკბობა, რაც ტურისტების ნაკადის მოზღვავებას შეუწყობს ხელს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"