ფერტონგენი 20 მილიონად

AutoSharing Option
ამსტერდამის “აიაქსის” სპორტული დირექტორი დანი ბლინდი აცხადებს, რომ კლუბი ერთადერთ შემთხევაში შეელევა იან ფერტონგენს, თუ მსურველი მასში 20 მილიონ ევროს გადაიხდის.

წინააღმდეგ შემთხვევაში 24 წლის ბელგიელი კარიერას მინიმუმ ერთი წლით განაგრძობს ამსტერდამულ გრანდში. ფეხბურთელის გადაბირების დიდი სურვილი აქვთ “არსენალსა” და “მანჩესტერ სიტის”. “დღეისთვის ჩვენ ფერტონგენის ტრანსფერთან დაკავშირებით არც ერთი ოფიციალური წინადადება არ მიგვიღია, - განუცხადა მან “ერედივიზიე ლაივს”. - მაგრამ თუკი ვინმე ფეხბურთელის კონტრაქტით გათვალისწინებულ თანხას გაიღებს, ჩვენ სხვა გზა, გარდა ფეხბურთელთან გამოთხოვებისა, არ დაგვრჩება.

გვესმის, რომ ვიღაცებს ინგლისში შეიძლება
ძალიან უნდოდეთ ჩვენი მოთამაშის გადაბირება, მაგრამ ისიც გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ ფეხბურთელს ნებისმიერ კლუბში ვერ გავყიდით და ამას არც თავად მოინდომებს. იანის ახალი კლუბი რამდენიმე სერიოზულ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს”.

ბლინდმა მაარტენ სტეკელენბურგის შესაძლო ტრანსფერზეც ილაპარაკა: “ჩვენი მეკარით “რომაა” დაინტერესებული, თუმცა მათი ინტერესი ჯერჯერობით ეტყობა ზოგადია. ამსტერდამში ისინი ჯერაც არ ჩამოსულან, შესაბამისად, მოლაპარაკება არ დაუწყიათ. Aმაზე მეტს მე ვერაფერს მოგახსენებთ”. შეგახსენებთ, რომ სტეკე სულ რაღაც 10 მილიონად არის შეფასებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული