ცენტრალურმა თავდამსხმელმა ახალი ხელშეკრულება 2015 წლამდე გააფორმა, რომლის წყალობითაც კლუბმა ზუსტად განსაზღვრა ის თანხა, რომელიც მისმა მსურველმა კლუბმა უნდა გადაიხადოს - ლაპარაკია 45 მილიონ ევროზე. ძველ ხელშეკრულებაში ეს თანხა 30 მილიონით იყო განსაზღვრული. არადა “ჩელსის” გარდა ფეხბურთელით დაინტერესებულნი იყვნენ “მანჩესტერ სიტი” და მადრიდის “ატლეტიკო”, რომელიც იმედოვნებდა, რომ კოლუმბიელის შესაძენი ფული სერხიო აგუეროს გაყიდვის შემდეგ გაუჩნდებოდა. რადამელმა “ესტადიუ დუ
“პორტუმ” ბრაზილიურ “სანტოსთან” შეთანხმებას მიაღწია და უახლოეს ხანებში 20 წლის მარცხენა მცველ ალექს სანდროსთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. “დრაკონებს” პერსპექტიული შემტევი სტილის მცველის დაბევება 9,5 მილიონი ევრო დაუჯდათ. ფეხბურთელი ბრაზილიის 20-წლამდელთა ნაკრების წევრია და მალე გუნდთან ერთად კოლუმბიაში გასამართ თანატოლთა მსოფლიოს ჩემპიონატზე გაემგზავრება. სანდროს შეძენა “პორტუს” გარდა სურდა ინგლისური პრემიერლიგის ორიოდე გუნდს და ასევე ლისაბონის “ბენფიკას”.
რახან “ბენფიკა” ვახსენეთ, აქვე გეტყვით, რომ დედაქალაქელებმა გუშინწინ საღამოს საბოლოოდ გაინაღდეს ბელგიის ნაკრების ამომავალი ვარსკვლავის, 22 წლის ცენტრალური ნახევარმცველის აქსელ ვიტსელის შეძენა. როგორც ლიეჟის “სტანდარდის” გენერალური დირექტორი პიერ ფრანსუა აცხადებს, აქსელი ლისაბონში 5 წლით დარჩება. კონკრეტული სატრანსფერო თანხა არ სახელდება, მაგრამ ვარაუდობენ, რომ “ბენფიკას” ეს სიამოვნება 6,5-დან 8 მილიონ ევრომდე დაუჯდებოდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"