მარადიული ქალაქის მკვიდრთა დაინტერესება იმდენად დიდია, რომ რამდენიმე გავლენიანმა იტალიურმა გამოცემამ ამას სპეციალური სტატიებიც კი მიუძღვნა.
სამხრეთამერიკელმა 2006 წლიდან მოყოლებული პორტუგალიის ჩემპიონობა 3-ჯერ მოიპოვა. მთელი ეს პერიოდი ის ძირითადი შემადგენლობის წევრად მიიჩნეოდა.
კოპა ამერიკიდან კოლუმბიის გამოვარდნის შემდეგ “პორტუს” ფეხბურთელები რადამელ ფალკაო და ფრედი გუარინი სამშობლოში კიდევ რამდენიმე დღე დარჩებიან. პორტუგალიაში ისინი 1-ელ აგვისტოს გაფრინდებიან და გუნდს შეკრებაზე
ანდრე ვილას-ბოასის “პორტუდან” წასვლის შემდეგ “დრაკონებს” სათავეში მისი ყოფილი თანაშემწე ვიტორ ფერეირა ჩაუდგა. მისთვის ეს პირველი წელი იქნება დამოუკიდებელი მწვრთნელის რანგში. შესაბამისად, ის სხვებზე მოტივირებულია, რათა ხელმძღვანელობის ნდობა გაამართლოს. “პორტუმ” 10-დღიანი შეკრება გერმანიაში, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ქალაქ მარიენფელდში ჩაატარა. ფერეირა პირობებითა და ფეხბურთელების მოტივაციის დონით კმაყოფილი დარჩა. აი, რა განაცხადა მან: “გუნდური მუშაობა მიმართული უნდა იყოს ფეხბურთელების საუკეთესო თვისებების გამოსავლენად. ჩემი აზრით, გუნდმა უნდა მოახერხოს და დარჩეს შარშანდელივით ძლიერი და წარმატებული. ჩვენ განვაგრძობთ ჩვენი იდეების დამუშავებას და ცხოვრებაში მათ გატარებას. ამ შეკრებაზე ჩემმა შეგირდებმა ძალიან ბევრი იმუშავეს და, რა თქმა უნდა, მე მათით კმაყოფილი ვარ”.
ლისაბონის “სპორტინგის” 32 წლის ნახევარმცველმა პედრუ მენდეშმა კლუბი დატოვა და გუშინდელს შემდეგ “გიმარაიშის” ფეხბურთელი ჰქვია. პორტუგალიის ნაკრების ყოფილი წევრმა ახალ კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მენდეშმა პროფესიული კარიერა სწორედ “გიმარაიშში” დაიწყო და “სპორტინგშიც” აქედან მოხვდა.
გამოცემა “დიარიო სევილიის” ინფორმაციით, “სევილიის” 23 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა დიეგო კაპელმა შესაძლოა კარიერა “სპორტინგში” განაგრძოს. ანდალუსიური კლუბი ფეხბურთელში 6 მილიონ ევროს ითხოვს. პორტუგალიელები მზად არიან, ეს თანხა გაიღონ. თავის მხრივ ლა ლიგის ბინადრები “ტოტენჰემიდან” მექსიკელი ჯოვანი დოს სანტოსის გადაბირებას შეეცდებიან.
“ბენფიკამ” ამ დღეებში ორი ტრანსფერი სრულყო. ერთი ფეხბურთელი იჯარით გაუშვა, ერთი კი შეიძინა. “არწივების” ხელმძღვანელობამ 22 წლის ბრაზილიელი ალან კარდეკი “სანტოსში” გაუშვა, რისი მიზეზიც ევროპულ ფეხბურთთან შეუგუებლობაა. 2010 წელს კარდეკმა “ბენფიკას” “ვასკუ და გამადან” მიაშურა და 25 შეხვედრაში სულ რაღაც 6 გოლის გატანა მოახერხა.
“ბენფიკაში” გაატარებს უახლოეს სეზონს ვეტერანი გოლკიპერი ედუარდუ. შარშან ის “ჯენოაში” ასპარეზობდა. ეს ინფორმაცია პრესას გენუელთა პრეზიდენტმა ენრიკე პრეციოზიმ დაუდასტურა. მან ფეხბურთელს მადლობა გადაუხადა გაწეული შრომისთვის და წარმატებები უსურვა. სატრანსფერო თანხა მხარეებს არ გაუხმაურებიათ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"