ფიფას დელეგაცია ბელგიაში

AutoSharing Option
ბელგიას ინსპექტირების მიზნით ფიფას სპეციალური კომისია ესტუმრა. ბელგია ჰოლანდიასთან წყვილში იბრძვის მსოფლიოს 2018 ან 2022 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის სამასპინძლოდ და მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოს აინტერესებს, რამდენად არის მზად ეს ქვეყანა უმსხვილესი საფეხბურთო მოვლენის მისაღებად.

ფიფას ხუთი წარმომადგენელი ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ადგილობრივ სპორტულ და ადმინისტრაციულ ჩინოვნიკებს შეხვდა და იქაური სპორტული ობიექტები დაათვალიერა. ბრიუსელიდან კომისია ამავე მიზნით ანტვერპენში გადაინაცვლებს, რის შემდეგაც ჰოლანდიას ეწვევა.

ფიფამ უკვე შეამოწმა მუნდიალის მასპინძლობის სხვა მსურველები – იაპონია, სამხრეთ კორეა და ავსტრალია, ჰოლანდიის შემდეგ კი აშშ-ის, ყატარის,
ინგლისის, რუსეთისა და ესპანეთი-პორტუგალიის წყვილის ჯერი დადგება.

ფიფა მსოფლიოს 2018 და 2022 წლის ჩემპიონატების ფინალური ეტაპის მასპინძლებს დეკემბერში დაასახელებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული