ოიერი აიაქსში

AutoSharing Option
36 წლის ანდრე ოიერმა "აიაქსთან" გააფორმა კონტრაქტი. ვეტერან ცენტრალურ მცველს საფეხბურთო კარიერის უდიდესი ნაწილი "პსვ ეინდჰოვენში" აქვს გატარებული, ასევე უთამაშია "ვოლენდამის", "როდასა" და ინგლისური "ბლექბერნის" შემადგენლობაში. "აიაქსთან" კი მას ბავშვობის წლები აკავშირებს – ოიერი ამსტერდამული კლუბის აკადემიის აღზრდილია.

გასულ მუნდიალზე იგი ჰოლანდიის ნაკრების განაცხადში იყო და სამხრეთ აფრიკაში ერთი მატჩიც ჩაატარა – მეოთხედფინალში ბრაზილიის წინააღმდეგ. ოიერს ნარინჯისფერთა შემადგენლობაში სულ 55 შეხვედრა გაუმართავს და 3 გოლი გაუტანია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული