ანტიჩი შეიძლება წავიდეს

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩადენილი უსაქციელობის გამო, სერბეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელ რადომირ ანტიჩს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს, რამაც ამ ქვეყნის ფეხბურთის მამები ეროვნული გუნდის თავკაცის შეცვლაზე დააფიქრა.

შესაძლოა, საბერძნეთთან დღეს ჩასატარებელი ამხანაგური შეხვედრა 61 წლის ანტიჩისთვის ამჟამინდელ პოსტზე უკანასკნელი აღმოჩნდეს.
"ანტიჩის დაკარგვა ძალიან არ გვინდა, რადგან მასზე უკეთესი მწვრთნელის მოძებნა ურთულესი საქმეა, მაგრამ მაინც უნდა ვიფიქროთ, გვიღირს თუ არა ოთხი ოფიციალური მატჩის მთავარი მწვრთნელის გარეშე ჩატარება", - აცხადებს სერბეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ტომისლავ კარაჯიჩი.

უკვე ვწერდით, რომ ანტიჩის შეცვლის
უპირველეს პრეტენდენტად მასზე არანაკლებ სახელოვანი ბორა მილუტინოვიჩი განიხილება...

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული