უკრაინის ნაკრები - შვედებთან ორი ლეგიონერით

AutoSharing Option
ხარკოვის “მეტალისტის” ფეხბურთელებმა, სერბმა მარკო დევიჩმა და ბრაზილიელმა ედმარმა უკრაინის ნაკრებში მიწვევა ოფიციალურად მიიღეს. ბუნებრივია, ორივე ფეხბურთელი უკრაინის მოქალაქეა.

ჟურნალისტებმა გაიხსენეს, რომ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ოლეგ ბლოხინმა ამ ორი ფეხბურთელის გამოცდა არ გამორიცხა.
ახლა კი, როგორც ჩანს, სურს, დანაპირები შეასრულოს.

გეტყვით, რომ უკრაინა 10 აგვისტოს შვედებს ამხანაგურ შეხვედრაში სწორედ ხარკოვში დაუპირისპირდება.

31 წლის ბრაზილიელი უკრაინის ჩემპიონატში, კერძოდ “ტავრიაში” 2003/07 წლებში თამაშობდა, 2007-დან კი ხარკოვული კლუბის წევრია. ფეხბურთელმა უკრაინის მოქალაქეობა 2011 წლის მარტში მიიღო. აი, რას აცხადებს ის: “მოხარული
ვარ, რომ უკრაინის ნაკრებში მიმიწვიეს. სიმართლე გითხრათ ამას არ ველოდი. ბრაზილია ჩემი სამშობლოა, მაგრამ არც უკრაინა მიყვარს ნაკლებად. აქ ყველაფერი ვიპოვე, რაც მინდოდა – ავაწყვე კარგი საფეხბურთო კარიერა, მყავს უკრაინელი მეუღლე და ჩემი შვილი ფილიპიც აქ დაიბადა. თავად ცხოვრებამ მაქცია უკრაინელად. ბედნიერი ვარ რომ ასე მოხდა”.

შეკრებაზე შემდეგი ფეხბურთელები გამოცხადდებიან:
მეკარეები: ალექსანდრ შოვკოვსკი (დინამო, კ), ანდრეი დიკანი (სპარტაკი, მ. რუსეთი)
მცველები: ალექსანდრ კუჩერი, იაროსლავ რაკიცკი (ორივე შახტარი), არტემ ფედეცკი (კარპატი), ანდრეი რუსოლი, ვიტალი მანძიუკი (ორივე დნიპრო)
ნახევარმცველები: ოლეგ გუსევი, ანდრეი იარმოლენკო (ორივე დინამო კ), ევგენი კონოპლიაკა, რუსლან როტანი (ორივე დნიპრო), მაქსიმ კალინიჩენკო (ტავრია), ალექსეი გაი (შახტარი), ედმარი (მეტალისტი), ანატოლი ტიმოშჩუკი (ბაიერნი, გერმანია)
თავდამსხმელები: ანდრეი შევჩენკო, არტემ მილევსკი (ორივე დინამო, კ), მარკო დევიჩი (მეტალისტი), ალექსეი ანტონოვი (დნიპრო), ანდრეი ვორონინი (დინამო, მ, რუსეთი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული