აიაქსი-ტვენტე 1:2
აიაქსი: ვერმეერი - ბლინდი, ალდერვეირელდი, ბოილესენი (ოოიერი 63), ვან დერ ვილი (ანიტა 76) - ტეო იანსენი, ერიკსენი, სიმ დე იონგი, სულეიმანი - სიგტორსონი (ბურიგტერი 66), ებესილიო
ტვენტე: მიხაილოვი - კორნელისი, დუგლასი, ვისტერჰოფი, ტიენდალი - ბრამა, ვილემ იანსენი, ბეხუისი, ოლა (რუისი 45) - ლუკ დე იონგი, იანკო (ლოიგერსი 53)
გოლები: იანკო 0:1 (21), ალდერვეირელდი 1:1 (54), რუისი 1:2 (68)
მოკლედ მოგახსენებთ, თუ რა ხდებოდა მატჩის დაწყებამდე. ფრანკ დე ბური იძულებული გახ
"აიაქსის" ყოფილ და "ტვენტეს" დამრიგებელ კო ადრიაანსეს ახალ კლუბში დებიუტი ჰქონდა. გასაგები იყო, რომ მისი მოტივაცია ძალიან მაღალი იქნებოდა. თუმცა საკადრო პრობლემებმა მას ბევრად უფრო მძლავრად შეუტია. ვიცე-ჩემპიონებს ტრავმების გამო ნასერ შადლი, დენი ლანდზაატი და ემირ ბაირამი რომ დააკლდებოდნენ, ყველამ იცოდა, მაგრამ მოულოდნელი იყო ბარტ ბრუისეს არყოფნა, ვინც დუაიტ ტინდალმა შეცვალა. საბედნიეროდ გუნდს დაუბრუნდნენ ბრაიან რუისი და ვილემ იანსენი.
"ტვენტემ" ზედიზედ მეორედ მოიგო იოჰან კრუიფის სახელობის ჰოლანდიის სუპერთასი და ეს ორჯერვე "აიაქსთან" ბრძოლაში გააკეთა. არადა მთელი 90 წუთის განმავლობაში სათამაშო თუ ტერიტორიულ უპირატესობას ამსტერდამელები ფლობდნენ. სტუმრები ხშირად აბსოლუტურად უაზრო სიტუაციებში კარგავდნენ ბურთს, რითაც "აიაქსი" მშვენივრად სარგებლობდა და მომენტს მომენტზე ქმნიდა მეტოქის კართან, თუმცა ფანტასტიკურად თამაშობდა ბულგარელი ნიკოლაი მიხაილოვი. ენსხედელებმა უმძიმეს ზეწოლას გმირულად გაუძლეს და დამსახურებულად მოიგეს სეზონის პირველი ტიტული.
ანგარიში მარკ იანკოს პენალტით გაიხსნა. აი, როგორ მოხდა ეს. ტეო იანსენმა ლუკ დე იონგს მაიკაზე დაქაჩა. თავდამსხმელს წამითაც არ უფიქრია გაშხლართულიყო თუ არა მოედანზე. "აიაქსის" კაპიტანმა ამისთვის ყვითელი ბარათიც კი დაიმსახურა. მთავარი ის არის, რომ ეს ყველაფერი მაშინ მოხდა, როცა "ტვენტეს" ფეხბურთელი სიტუაციიდან პრაქტიკულად გამოთიშული იყო, რადგან მას მეტოქის საჯარიმოში შეჭრილი მარჯვენა მცველის ტიმ კორნელისისგან ბურთის მიღება ძალიან გაუჭირდებოდა. ავსტრიელმა ბომბარდირმა 11-მეტრიანი წარშეუხრელად გაიტანა. "აიაქსისგან" საპასუხო ბურთი ალდერვეირელდმა გაიტანა. მან მოედანზე ახლადშემოსული გერმანელი თილო ლოიგერსი იოლად ჩამოიშორა, ისარგებლა, რომ ხელს არავინ უშლიდა და ყუმბარისებურად გაისროლა. ასეთი დარტყმის აღება მეკარისთვის წარმოუდგენელი არა, მაგრამ ძალიან ძნელი კი იქნებოდა. ათიოდე წუთში ბრიაინ რუისმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - "ტვენტემ" უიშვიათესი კონტრშეტევა წამოიწყო, რუისი მარჯვენა ფლანგზე გაიჭრა, მიუახლოვდა საჯარიმოს და ტექნიკური დარტყმით ბურთი მეკარისგან მაღალ მარჯვენა კუთხეში გაახვია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"