მას უკმაყოფილების საფუძვლიანი მიზეზი ჰქონდა. აი, რას თქვა მან: "ვერ გეტყვით, რატომ აღმოჩნდა საფრანგეთის ნაკრები მეორე კალათაში. ამას მით უფრო ვერ ვიგებ, როცა პირველში საბერძნეთი, ნორვეგია და ხორვატია იყვნენ. მეორე კალათის წყალობით ჩვენთან რომელიმე ტოპნაკრები გარანტირებულად მოხვდებოდა და საბოლოოდ ისე მოხდა, რომ საუკეთესოთაგან ყველაზე ძლიერი გვერგო მეტოქედ.
ბუნებრივია, ეს ყოველივე არალოგიკურად მიმაჩნია, მაგრამ ახლა
კენჭისყრის შედეგებით შეფიქრიანებულია ასევე საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ნოელ ლე გრეიტიც.
"ძალიან რთული ჯგუფია, - განუცხადა ჩინოვნიკმა "ევროსპორტს". - თუმცა მოვიდა დრო, რომ მხოლოდ წინ ვიაროთ და წარსულის წარუმატებლობები დავივიწყოთ. უპირველესი ამოცანა იქნება, რომ ჯგუფი პირველ ადგილზე დავასრულოთ, თუმცა ესპანეთთან ჭიდილი იოლი არ იქნება. ამ შეხვედრისთვის მოსამზადებლად ჩვენ წელიწადნახევარი გვაქვს".
არც თუ ისე იოლი შესარჩევი ჯგუფი შეხვდა ჰოლანდიას. ბერტ ვან მარვიიკი სიტუაციას რეალურად აფასებს - მიაჩნია, რომ მის გუნდს იოლი გზა არ ელის.
"ჩვენი მთავარი კონკურენტები იქნებიან თურქეთის, უნგრეთისა და რუმინეთის გუნდები. კარგად მახსოვს, რა რთული იყო თურქებთან ბოლო დაპირისპირება. იმავეს თქმა შემიძლია რუმინეთზეც, უნგრეთს რაც შეეხება, მათ მშვენივრად ვიცნობთ, რადგან ევრო 2012-ის შესარჩევში ჩვენ ისინი ორჯერვე დავამარცხეთ. ნებისმიერ შემთხვევაში ჯგუფს შემიძლია ამოუცნობი ვუწოდო," - განუცხადა მან ჰოლანდიურ "ფუტბოლ ინტერნეშენელს".
თურქეთისა და ჰოლანდიის მომავალ დაპირისპირებებს დამატებით ხიბლს სძენს გუუს ჰიდინკის ფაქტორი. "ძალიან საინტერესო ჯგუფია. ჩვენ მოგვიწევს ვეთამაშოთ ჰოლანდიის იმ გუნდს, რომელიც სოლიდურ ძალას წარმოადგენს დღევანდელ საფეხბურთო სამყაროში. საკმაოდ მოუმატა ბოლო წლებში რუმინეთის ნაკრებმაც და იოლი თამაშები არც მათთან გველის. რაც უნდა მოხდეს, თურქეთის ნაკრები ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის საგზური მოიპოვოს. ვვარაუდობ, რომ ჩვენი მთავარი მეტოქე ამ გზაზე სწორედ ჰოლანდია და რუმინეთი იქნებიან," - უთხრა ჰოლანდიელმა სპეციალისტმა "მედიაფაქსს".
პორტუგალიელთა დამრიგებელ პაულუ ბენტუს თქმით, მთავარ კონკურენტად ის რუსეთს მიიჩნევს, თუმცა ანგარიშს უწევს სხვა გუნდებსაც.
"რა თქმა უნდა პირველ რიგში რუსეთს გამოვყოფ. შემდეგ ისრაელს, რომელიც ამჟამად ევრო 2012-ზე გასასვლელად იბრძვის. არც დანარჩენი გუნდების ჩამოწერა შეიძლება. თუმცა გარწმუნებთ, რომ თუ ყველა მატჩს სათანადო განწყობით შევხვდებით, ჩვენ აუცილებლად მოვიპოვებთ ბრაზილიაში გამგზავრების უფლებას," - განუცხადა მან პორტუგალიურ "ა ბოლას".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"