კვირას "ლიონთან" 2:1 დამარცხების შემდეგ "პორტუმ" ფეხბურთელებს ერთდღიანი დასვენების საშუალება მისცა. პორტუგალიის ჩემპიონებმა ვარჯიში სამშაბათსვე განაახლეს.
ყველაზე სასიამოვნო ინფორმაცია კლუბის ფანებისთვის ის იყო, რომ მეორე დღეს გუნდს კოპა ამერიკის კოლუმბიელი მონაწილეები რადამელ ფალკაო და ფრედი გუარინი შეუერთდნენ.