ტრაპატონის ოპერაცია დასჭირდა

AutoSharing Option
გუშინ გაცნობეთ, რომ საკვებით მოწამვლის გამო ჯოვანი ტრაპატონი საავადმყოფოში აღმოჩნდა და ექიმებმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებლად შეაფასეს. თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ირლანდიის ეროვნული ნაკრების იტალიელი მთავარი მწვრთნელი თავს არცთუ კარგად გრძნობს და ოპერაცია სჭირდება, რომელსაც 71 წლის ტრაპატონის ამ დღეებში ჩაუტარებენ.

ეს ოპერაცია რთული ოპერაციების კატეგორიას არ განეკუთვნება და ტრაპატონის სამწვრთნელო საქმიანობის განახლება უახლოეს დღეებში შეეძლება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული