ფიფა ჩრდილოკორეულ ამბებს გამოიძიებს

AutoSharing Option
ფიფა ერთ-ერთი აზიური რადიოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და გამოაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეაში მომხდარი ამბების გამოძიებას შეეცდება. ზემოთ ხსენებული რადიო ირწმუნება, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე წარუმატებელი ასპარეზობის გამო ჩრდილოეთ კორეის ნაკრების წევრები სპეციალურ შეხვედრაზე გალანძღეს, გუნდის მთავარ მწვრთნელ კიმ ჟონ ხუნს კი მძიმე ფიზიკური სამუშაოების შესრულება მიუსაჯეს.

ფიფას პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა ჩრდილოეთ კორეის ფეხბურთის ფედერაციაში წერილი გაგზავნა და მის პასუხზეა დამოკიდებული, რას მოიმოქმედებს შემდგომში მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული